დროთა განმავლობაში ინსტაგრამი თვითპოპულარიზაციის საშუალებად იქცა, თუმცა მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს თან — მაგალითად, პოსტის დადებისას ბმულის მითითება შეუძლებელია. სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გვთავაზობენ ალტერნატიულ საშუალებას: ამიერიდან Bio-ში 5 ლინკის დამატება შეგეძლებათ.
სოციალური მედიის გადაწყვეტილებით, რაოდენობის გარდა, რაიმე სახის შეზღუდვა არ იმოქმედებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კრეატორებისთვის, რათა მრავალ არხს გაუწიონ პოპულარიზაცია და ინსტაგრამის გამომწერები სხვა მედიებშიც მიიზიდონ. ამ დრომდე მომხმარებლები, ლინკების მისათითებლად, ისეთ პლატფორმებს იყნებდნენ, როგორიცაა Linktree.
როგორ დავამატოთ 5 ლინკი ბიოში?
ვინაიდან Instagram ახალ ფუნქციას არ არეკლამებს, განახლების შესახებ რაიმე ინფორმაციას აპლიკაციაში ვერ ნახავთ.
პროცესი კი ძალიან მარტივია: შედიხართ აპლიკაციაში > გადადიხართ ინსტაგრმის პროფილზე > აჭერთ Edit profile-ს > შემდეგ Links > Add external link. შემდეგ შეიყვანეთ ბმულები და დააჭირეთ დასრულებას.