5
Dec
2019

Instagram მომხმარებლებს დაბადების თარიღის მითითებას მოსთხოვს

5 Dec 2019

Alta
Alta


ინსტაგრამი მომხმარებლებს დაბადების თარიღის მითითებას სთხოვს. აღნიშნული სიახლის მიზანი ტინეიჯერი მომხმარებლების დაცვაა. იმისათვის, რომ ინსტაგრამის ექაუნთი შექმნათ, მინიმუმ, 13 წლის მაინც უნდა იყოთ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების დაბადების დღეების შესახებ ინფორმაცია არ იქნება საჯარო და გარდა ამისა, უკვე არსებულ მომხმარებლებს არ მოუწევთ ამ ველის შევსება (ალბათ, ჯერჯერობით). ასევე, მას, ვისაც ინსტაგრამ ექაუნთი ფეისბუკზე აქვს მიბმული, აღარ დასჭირდება ამ ინფორმაციის შევსება, რადგან სოციალურმა ქსელმა უკვე „იცის“ რამდენი წლის ხართ.

ახალი ფუნქცია Instagram-ს დაეხმარება, რომ უფროსებზე გათვლილი რეკლამები, მაგალითად თამაშები, ალკოჰოლი და ა.შ. არ გამოჩნდეს ასაკობრივად შეუსაბამო აუდიტორიის ანგარიშებში. გარდა ამისა, ინსტაგრამის თქმით, ეს დაეხმარება სოციალურ ქსელს ბულინგის, თვითდაზიანებისა თუ სუიციდის პრევენციაში. დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაციას ინსტაგრამში დაამუშავებენ იმისთვის, რომ ასაკობრივად განსაზღვრული გამოცდილება შექმნან, დააგროვონ ცოდნა ასაკობრივად განსხვავებული ანგარიშების კონტროლისა და ახალგაზრდებისთვის რეკომენდებული კონფიდენციალურობის პარამეტრების შესაქმნელად.

განხილვა