in

ინსტაგრამი Blend-ის ფუნქციას ავითარებს

M2

ინსტაგრამზე მეგობრებს რილსებს პირად შეტყობინებებში თუ ხშირად უზიარებთ, თქვენთვის ასეთი ამბავი გვაქვს — პლატფორმა Blend-ის ფუნქციას ავითარებს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მეგობრისთვის Reels-ების პირად გვერდს შექმნის. ამჯერად სატესტო ფაზაშია და, როგორც X-ის პოსტიდან ვიგებთ, ფუნქცია რილსის რეკომენდაციებს იმ კონტენტზე დაფუძნებით შემოგვთავაზებს, რომელსაც მეგობრებს ვუზიარებთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მეგობარს Blend-ში მოიწვევთ, Instagram რილსის პერსონალიზებულ გვერდს შექმნის, რომელზეც ჩათვლის, რომ ორივეს დაგაინტერესებთ. თუ Spotify-ს მომხმარებელი ხართ, Blend პლატფორმის მსგავს ფუნქციას მოგაგონებთ, რომელიც 2021 წელს ჩაუშვეს და ორ ადამიანს საშუალებას აძლევს, თავიანთი საყვარელი სიმღერები ერთ ფლეილისტში გააერთიანონ… 

ფუნქცია იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებს ახალი რილსების ერთად აღმოჩენის შესაძლებლობა მისცეს. ამას კი სწორედ იმიტომ აკეთებენ, რომ ინსტაგრამის მომხმარებლები საკმაოდ ხშირად უზიარებენ რილსებს პირად შეტყობინებებში, ინსტაგრამი კი ახლა ამ მონაცემებს გამოიყენებს, რათა პროაქტიულად შემოგთავაზონ და გაჩვენონ რილსები, რომლებზეც ჩათვლის, რომ ორივეს დაგაინტერესებთ. 

Blend-ის ნახვას მხოლოდ თქვენ და თქვენი მეგობარი შეძლებთ, თუმცა თუ დატოვება მოგინდებათ, არც ეს არის პრობლემა. მართალია, მეტი დეტალი ფუნქციასა თუ მის განახლებაზე, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ როცა ჩაეშვება, ინსტაგრამის მომხმარებლებს მეტად სახალისო გამოცდილებას შესთავაზებს. ფიქრობენ, რომ ასე ტიკტოკსაც კი შეიძლება გაუწიოს კონკურენცია, თუმცა ეს მაინც სადავო საკითხად შეგვიძლია, დავტოვოთ…

1 აპრილი Gmail-ის დაბადების დღეა! ამბავი, რომელიც თავიდან ხუმრობა ეგონათ

#1 „ვირუსული მარკეტინგის“ ტრენერი – ნია პატარაშვილი