5
Jun
2019

“ინსტაგრამმა” რეკლამირებისას ბრენდირებული კონტენტის ფუნქცია დაამატა

5 Jun 2019

“ინსტაგრამმა” ბრენდირებული კონტენტის რეკლამა დაამატა. ახალი სერვისი რეკლამის დამკვეთებს ორგანული ან ფასიანი კონტენტის პრომოუშენის საშუალებას აძლევს. დამკვეთებს შეუძლიათ ახალი ფუნქცია Facebook-დანაც გამოიყენონ და იქიდანვე აკონტროლონ, შეცვალონ და გააანალიზონ თავიანთი მარკეტინგული კამპანია.

“ჩვენ ვქმნიდით ასეთი ინსტრუმენტს როგორც ბიზნესისთვის, ასევე, ცალკეული ავტორებისთვის, რომლებიც ბრენდირებულ კონტენტში მონაწილეობენ და ამაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეს კი შესაძლებლობა გაქვთ, ბრენდირებული კონტენტი სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისასაც გაითვალისწინოთ” – ნათქვამია “ინსტაგრამის” ბლოგ პოსტში.

“ინსტაგრამის” ცნობით, პლატფორმის მომხმარებელთა 68% ურთიერთობს კონტენტის შემქმნელებთან. ახალი სარეკლამო სერვისის დახმარებით, ბრენდებს საკუთარი ამბის თხრობა ცალკეული მომხმარებლების საშუალებით ექნებათ. ამაში კი ფეისბუკის ტარგეტინგის გამოყენება და კამპანიის ოპტიმიზაციაც შეეძლებათ.

განხილვა