in

Instagram ბრენდებისა და კრეატორებისთვის Broadcast Channels-ის ფუნქციას ტესტავს

veon
veon

ამჯერად პლატფორმა ბრენდებისა და კრეატორებისთვის ინსტაგრამ აუდიტორიებთან სასაუბროდ ახალ მეთოდებს ცდის — Broadcast Channels სატესტო ფუნქციაა, რომელსაც Messenger გვთავაზობს. მარკ ცუკერბერგმა საკუთარ Meta Channel-ზე განაცხადა, რომ ამ არხის საშუალებით იგი პირველი იქნება, ვინც ახალი ამბებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციებს გაგვიზიარებს. მსგავსად კი, გვაჩვენებს სულ მცირე ერთ გზას, რომლითაც კომპანიებსა და ცნობილ ინფლუენსერებს ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლიათ. 

კრეატორებს აქვთ შესაძლებლობა, სამაუწყებლო არხები ჩვეულებრივ სწრაფი გზით გამოიყენონ, რათა თავიანთი მიმდევრები ყოველთვის საქმის კურსში ამყოფონ. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოსა თუ ხმოვანი შეტყობინებების ფორმით მათ უახლესი განახლებები და კადრს მიღმა მომენტების გაზიარება შეუძლიათ. ამასთან, გამოკითხვის ჩატარებაც, რათა მიმდევრებისგან უკუკავშირი მიიღონ, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში. 

თუმცა აქ კომენტარების უწყვეტ ნაკადს არ მიიღებთ, რადგან მიმდევართა პასუხები მხოლოდ რეაქციებითა და გამოკითხვით არის შეზღუდული. კარგი კი ის არის, რომ ინსტაგრამი სამომავლოდ ფუნქციის გაფართოებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს კონტენტის უფრო მეტი ტიპის განთავსების უფლება მისცეს. შესაძლოა, ეს იყოს საუბრები, სადაც კრეატორები მათი უახლესი კოლაბორაციის შესახებ გაგვიზიარებენ ისე, რომ აპლიკაციის დატოვება არ მოუწიოთ… ამასთან, მიუხედავად მესენჯერის მიერ შემოთავაზებული ხელსაწყოსა, იგი Messenger-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც ამბობენ, ამ ფუნქციაზე წვდომა ჯერ მხოლოდ ამერიკელ კრეატორებს აქვთ, ისიც სატესტო რეჟიმში. ხოლო, როგორც კი კრეატორები ფუნქციაზე წვდომას მიიღებენ, Instagram inbox-ში Broadcast Channels-ს უნდა დააკლიკონ. შემდგომ კი მიმდევრებს პირველი შეტყობინებაც გაეგზავნებათ, რომელიც მოუწოდებს მათ, შემოუერთდნენ არხს. ამასთან, კრეატორებს შეუძლიათ სთორებში join channel-ის სტიკერიც დაამატონ და მოგვიანებით ეს არხი თავიანთი პროფილებზე Pin-ის გამოყენებით მოწინავე ადგილებზეც დაამაგრონ. ხოლო, იმ მომხმარებლებს, რომლებიც გამოწერით სარგებლობენ, აქვთ ღია ქსელის შექმნის საშუალება ან, თუნდაც, ექსკლუზიურის, რომელიც მხოლოდ ე. წ. Paid წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სხვა შემთხვევაში პლატფორმაზე ნებისმიერს შეეძლება არხების აღმოჩენა და კონტენტის ნახვა. მაგრამ იმისათვის, რომ კონკრეტულ არხებზე განახლებების შესახებ შეტყობინება მიიღონ, მომხმარებლები აუცილებლად უნდა შეურთდნენ მას. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ისედაც შეტყობინებებით სავსე სივრცეში, ეს დამატებითი თავის ტკივილი იქნება, mute-ის ღილაკსაც შეგიძლიათ მიმართოთ ან ნებისმიერ დროს დატოვოთ იგი. 

ანტიკური, რიტუალური სასმლით შთაგონებული ქართული არტიზანული ჯინი „დედაენა ბარის” შემქმნელებისგან

„ხელოვნება ის სივრცეა, სადაც არსებობა ღირს“ — თედო რეხვიაშვილი და მისი შემოქმედება