in

Instagram რეალური კავშირებისთვის — როგორ ზრუნავს სოციალური ქსელი ჩვენზე?

Instagram Connections სოციალური ქსელის მეშვეობით დამყარებულ რეალურ კავშირებსა და მეგობრობას აღნიშნავს, მცირე, ყოველდღიური შემოქმედებითი გამოხატვის აქტების მეშვეობით. რეალისტური სიუჟეტის შესაქმნელად, ინსტაგრამის წარმომადგენლებმა ზეტ თაობის კონტენტ კრეატორებისგან ინტერვიუები აიღეს — ასე მოახერხეს ავთენტურობის შენარჩუნება და ხალხს აჩვენეს, რომ რეალური კავშირებს თავად ვქმნით.

„მომავალი თაობა ცვლილებისთვის იბრძვის. ინსტაგრამი კი არის ადგილი, რომელიც მეგობრებთან ურთიერთობების გამყარებაში გვეხმარება. დაწყებული ფოტოების დადებით, მიმების პირად შეტყობინებებში გაგზავნით დასრულებული, ამ მცირე ქმედებებს დიდი მეგობრობის წარმოქმნა შეუძლია. რადგანაც ბრენდი განვითარებას აგრძელებს, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხო სივრცე უზრუნველვყოთ მომავალი თაობისთვის, რათა სრულად გამოხატონ საკუთარი თავი“, — ამბობს ეშან პონადურაი, Meta-ს ბრენდ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

Extra-ს მარკეტინგის განყოფილებას მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს

ყურსასმენები „ფოკუს რეჟიმით“ — ჭკვიანი სენსორები ურბანულ ხმაურს ბლოკავს