in

როგორ გავიდეთ კონკურენტების აუდიტორიაზე Instagram-ში

გსურთ, გააუმჯობესოთ თქვენი ინსტაგრამის რეკლამის მიზნობრივი ჯგუფები? გაინტერესებთ, როგორ გახვიდეთ რეკლამით კონკურენტების აუდიტორიაზე?

ამ სტატიაში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა გამოიკვლიოთ და მიმართოთ რეკლამა კონკურენტების აუდიტორიაზე.

როგორ გამოვიკვლიოთ კონკურენტების ინსტაგრამ აუდიტორიის მიზნები

სანამ დაიწყებთ ინსტაგრამის რეკლამის აუდიტორიის შექმნას, გარკვეული დრო დაუთმეთ იმის გამოკვლევას, თუ ვისზე არიან მიმართული თქვენი კონკურენტები. მოდი, გადავიდეთ ფასიანი და ორგანული შინაარსის კვლევის რამდენიმე ვარიანტზე, რათა გაარკვიოთ თქვენი სარეკლამო მიზნები.

შეისწავლეთ კონკურენტების ინსტაგრამის რეკლამები მეტა რეკლამის ბიბლიოთეკაში

იმისათვის, რომ იპოვოთ Instagram-ის რეკლამები, რომლებსაც თქვენი კონკურენტები ამჟამად აწარმოებენ, დაათვალიერეთ Meta რეკლამის ბიბლიოთეკა. დაიწყეთ მათი კომპანიის სახელების ან ბრენდების მოძიებით. თუ თქვენი კონკურენტები აწარმოებენ ინსტაგრამის რეკლამებს, აქ თქვენ შეძლებთ, ნახოთ ნებისმიერი აქტიური რეკლამა. 

Meta აჩვენებს ყველა აქტიურ ინსტაგრამის რეკლამას იმავე ადგილას, სადაც ნაჩვენებია Facebook, Messenger ქსელებისთვის გაშვებული აქტიური რეკლამები. ძიება რომ გაიმარტივოთ, გამოიყენეთ ფილტრის მენიუ და აირჩიეთ ინსტაგრამი.

თუ თქვენს კონკურენტებს აქვთ ბევრი აქტიური ინსტაგრამის რეკლამა, შეიძლება დაგჭირდეთ ძიების კიდევ უფრო შემცირება. ასევე გაქვთ შესაძლებლობა, გაფილტროთ Instagram-ის რეკლამები, რომლებსაც ხედავთ ენისა და მედიის ტიპის მიხედვით, სურათის, ვიდეოს და მიმების ჩათვლით.

თუ თქვენი კონკურენტები არ აწარმოებენ ინსტაგრამის რეკლამებს ან უბრალოდ გსურთ მეტი იდეის ნახვა, ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა მეტა რეკლამის ბიბლიოთეკაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ინდუსტრიასთან, პროდუქტებთან ან სერვისებთან.

ინსტაგრამის ნებისმიერი აქტიური რეკლამის კონტენტის უფრო ახლოს გასაცნობად, დააწკაპუნეთ ღილაკზე რეკლამის დეტალების ნახვა. აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ქოფი, უყუროთ ვიდეოებს და გადაახვიოთ რეკლამის ყველა აქტიურ ვერსიაში.

რეკლამის მეშვეობით, თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ landing გვერდს. ჩასატვირთად დააწკაპუნეთ რეკლამაში ჩაშენებულ call to action-ზე. აქედან შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენი კონკურენტების შეთავაზებებისა და აუდიტორიის შესახებ.

რა თქმა უნდა, Meta რეკლამის ბიბლიოთეკა ზუსტ პარამეტრებს, რომლითაც სამიზნე აუდიტორიას შეარჩევთ, მაგრამ ამ დეტალების ნახვა დაგეხმარებათ გაიგოთ იმ ადამიანების ტიპები, რომლებსაც თქვენი კონკურენტები მიმართავენ.

მაგალითად, შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თქვენი კონკურენტები იყენებენ ინსტაგრამის რეკლამებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ სახლიდან. თუ ეს აუდიტორიის სეგმენტი შეესაბამება თქვენს იდეალურ მომხმარებელთა პროფილს, მაშინ შეიძლება განიხილოთ საკუთარი Instagram-ის რეკლამების მათზე გაშვება.

შეისწავლეთ კონკურენტების ინსტაგრამის რეკლამები ინსტაგრამის არხში

იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი კონკურენტების აუდიტორიის შესახებ, გახსენით თავად Instagram აპი. თვალი ადევნეთ კონკურენტების ან სხვა შესაბამისი ბრენდების შეთავაზებებსა და რეკლამებს.

როდესაც იპოვით ინსტაგრამის რეკლამას, რომელიც თითქოს თქვენი სამიზნე აუდიტორიისკენ არის მიმართული, შეეხეთ სამ წერტილს ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ აირჩიეთ ფუნქცია, რატომ ხედავთ ამ რეკლამას. Instagram გაჩვენებთ ერთ ან მეტ მიზეზს, თუ რატომ შეესაბამება თქვენი ანგარიში რეკლამის სამიზნე აუდიტორიას.

ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ რეკლამის განმთავსებელმა გამოიყენა ინტერესზე დაფუძნებული ტარგეტირება იმისთვის, რომ თქვენს ანგარიშამდე მოსულიყო. ჩაწერეთ თქვენი ინტერესები და თუ ისინი ემთხვევა თქვენს იდეალურ მომხმარებელთა პროფილს, განიხილეთ მათი დამატება თქვენს სამიზნე აუდიტორიაში.

გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტების მიმდევრები

მეტი იდეების მისაღებად, გარკვეული დრო დაუთმეთ მათი მიმდევრების კვლევას. შეხედეთ მათი ბოლო კვირის ან თვის პოსტებს და გადადით თითოეულის კომენტარებში.

მიუხედავად იმისა, რომ Instagram არ ასახელებს საუკეთესო ფანებს, , შედარებით ადვილია Instagram-ის ანგარიშის ერთგული თაყვანისმცემლების ამოცნობა. მოძებნეთ მიმდევრები, რომელთა სახელებიც ხშირად ჩნდება, შემდეგ კი ეწვიეთ მათ პროფილს.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ მათი აუდიტორიის ზომა. თუ მათ აქვთ დამოწმებული ანგარიში ან შედარებით დიდი აუდიტორია (10000-ზე მეტი), მაშინ ისინი შეიძლება ინფლუენსერებიც იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ანგარიშები აუდიტორიის მიზნებისთვის.

შემდეგ  წაიკითხეთ მათი ბიოგრაფიები, რათა უკეთ გაიგოთ, თუ როგორ შეესაბამება ისინი თქვენი კონკურენტების სამიზნე აუდიტორიას. ეს სამუშაოები დაგეხმარებათ ახალი იდეების მიღებაში მათი ქცევისა თუ ინტერესების შესახებ და მოიფიქრებთ, როგორ ჩართოთ ისინი თქვენს კონტენტში.

როგორ მივმართოთ რეკლამა კონკურენტების აუდიტორიაზე

ახლა, როდესაც უკვე გააკეთეთ კვლევა, შეგიძლიათ, დაიწყოთ თქვენი ინსტაგრამის რეკლამის აუდიტორიის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შექმნათ და შეინახოთ ისინი აუდიტორიის მენეჯერში, სავარაუდო ზომები, რომლებსაც იქ ნახავთ, ითვალისწინებს რეკლამის განთავსებას მეტა პლატფორმებზეც.

როდესაც გეგმავთ მხოლოდ ინსტაგრამის კამპანიას, თქვენ მიიღებთ უფრო ზუსტ შეფასებას, თუ გამოიყენებთ Meta Ads Manager-ს. ის დაგეხმარებათ კამპანიის დაყენებაში, განლაგების შესარჩევად და თქვენი აუდიტორიის შესაქმნელად.

თუ თქვენი კონკურენტები არიან მსხვილი ბრენდები, ან თუ მათ ჰყავთ ბევრი მიმდევარი Instagram-ზე, შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ მათ მიმდევრებს. აუდიტორიის განყოფილებაში დააწკაპუნეთ ღილაკზე რედაქტირება. შემდეგ შეიყვანეთ თქვენი კონკურენტების ბრენდები საძიებო ველში. თქვენ დაინახავთ აუდიტორიის საერთო სავარაუდო ზომას. დააწკაპუნეთ მის დასამატებლად თქვენს სამიზნე აუდიტორიაში, რათა ნახოთ აუდიტორიის სავარაუდო ზომა, თქვენი განლაგებისა და მიზნობრივი სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ დაყენებული გაქვთ.

შეგიძლიათ მიზანმიმართოთ რამდენიმე კონკურენტის აუდიტორია ინსტაგრამის ერთ სარეკლამო ნაკრებში. ასევე შეგიძლიათ გაყოთ რეკლამები.

აუდიტორიის დავიწროება პროდუქტის მიხედვით

თუ თქვენი კონკურენტები გლობალური ორგანიზაციები არიან, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის სწვდება უზარმაზარ აუდიტორიას და ზედმეტად ზოგადია. თქვენი აუდიტორიის შესამცირებლად, იფიქრეთ მათი ერთ-ერთი პროდუქტის ან ბრენდის სამიზნეზე. თქვენ შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ თქვენი ინსტაგრამის რეკლამის ბიუჯეტის დახარჯვა ადამიანებზე, რომლებიც, ალბათ, არ მოერგებიან თქვენს იდეალურ კლიენტის პროფილს.

იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენი კონკურენტების აუდიტორიის მაქსიმალურ ნაწილს, გამოიყენეთ დემოგრაფიული მიზნობრივი მიზნები. ეს აუდიტორია იყენებს მხოლოდ ასაკის, სქესის და მდებარეობის პარამეტრებს, ბრენდების ან სხვა ინტერესების გარეშე.

კონკურენტი აუდიტორიის ჩართულობა

რეკლამის მენეჯერში შექმენით ახალი მორგებული აუდიტორია და აირჩიეთ თქვენი Instagram ანგარიში, როგორც მონაცემთა წყარო. გადახედეთ თქვენს მარკეტინგს, რომელიც შეგიძლიათ, ხელახლა მიაწოდოთ ნებისმიერს, ვინც ურთიერთობდა თქვენს ანგარიშთან ან ეწვია თქვენს Instagram პროფილს. თუ გსურთ მიაღწიოთ პერსპექტივებს, რომლებმაც აჩვენეს უფრო მაღალი დონის ინტერესი, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ მათ, ვინც ჩართული იყო თქვენს ნებისმიერ პოსტში ან რეკლამაში.

ყურადღება მიაქციეთ კონტენტსაც. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ვიდეოების თანმიმდევრობა და გამოიყენოთ თითოეული, როგორც სამიზნე წყარო. რეკლამის მენეჯერში შექმენით ახალი მორგებული აუდიტორია და აირჩიეთ ვიდეოები, როგორც წყარო. შემდეგ აირჩიეთ დასრულების დონე, რომელსაც გსურთ, რომ მიაღწიოთ. შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ვიდეო თქვენი Instagram ანგარიშიდან.

დარწმუნდით, რომ შერჩეული და დაყენებული გაქვთ კონკრეტული ვადებიც. მაგალითად, თუ გსურთ, რომ მიზანში გყავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეს-ესაა შემოგიერთდნენ, დააყენეთ შენახვის ფანჯარა 14 ან 30 დღეზე.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ ტარგეტირება გაუკეთოთ ელექტრონული კომერციის მომხმარებლებს. შექმენით ახალი მორგებული აუდიტორია თქვენი Instagram მაღაზიის გამოყენებით, როგორც მონაცემთა წყარო. შეგიძლიათ ხელახალი მარკეტინგი შესთავაზოთ იმ ადამიანებს, ვინც უკვე ნახა თქვენი პროდუქცია, შეინახა პროდუქტი ან დაამატა ის თავის კალათაში.

თუ თქვენ შექმნით შედარებით საბაზისო მოდელს ან თუ ფოკუსირდებით ერთ კონკურენტზე, მათი აუდიტორიის მიზანმიმართვა შეიძლება საკმაოდ მარტივი პროცესი იყოს. მაგრამ რა მოხდება, თუ გაქვთ ბევრი კონკურენტის მონაცემი, რომლითაც უნდა იმუშაოთ?

ამ შემთხვევაში, Meta A/B ტესტირების ხელსაწყოს გთავაზობთ. გაუშვით ინსტაგრამის სარეკლამო კამპანია A/B ტესტით. კამპანიის გამოქვეყნების შემდეგ, Ads Manager ავტომატურად მოგთხოვთ შექმნათ სხვა სატესტო ვერსია სხვადასხვა ცვლადით.

როდესაც A/B ტესტი დასრულდება, შეამოწმეთ რეკლამის მენეჯერი. გარდა იმისა, რომ გამოიყენებთ შედეგებს თქვენი მიმდინარე სარეკლამო ნაკრების ოპტიმიზაციისთვის, ასევე შეგიძლიათ მათი გამოყენება ინსტაგრამის მომავალი სარეკლამო კამპანიისა და ორგანული შინაარსის სტრატეგიების ფორმირებისთვის.

რას ნიშნავს გლობალური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

რა არის Push-შეტყობინებები და რისთვის სჭირდებათ ისინი მარკეტერებს?