ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in ,

Instagram გაქრობად ტექსტურ შეტყობინებებს ტესტავს

მალე, შესაძლოა ინსტაგრამზე გაქრობადი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია ამოქმედდეს. აპლიკაციების მკვლევარის – Jane Manchun Wong-ის ცნობით, სოციალური ქსელი აღნიშნულ სიახლეს უკვე ტესტავს. ხოლო ინსტაგრამის მფლობელ კომპანია ფეისბუკთან ინფორმაცია TechCrunch-მა გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელი ნამდვილად ცდის ამ ფუნქციას, ხოლო თქვენ მიერ, ინსტაგრამის ჩატში გაგზავნილი შეტყობინებები მას შემდეგ გაქრება, რაც ჩატის ფანჯარას ჩახურავთ.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ინსტაგრამზე ამოქმედდა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ადრესატისთვის გაქრობადი/დროებითი ფოტოების გაგზავნა შეგვეძლო. ამჯერად კი, როგორც ჩანს, გაქრობადი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც მალე შევძლებთ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ვიზუალურადაც ნახოთ, თუ როგორ იქნება ეს შესაძლებელი.

ჯერჯერობით, ფუნქცია გამოცდის ადრეულ ეტაპზეა და უცნობია, ზუსტად როდის, ან რა ფორმით იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

Sennheiser-ის ახალი უსადენო ყურსასმენები ხმაურის დახშობის ფუნქციით

„პროფესია დისტანციის გარეშე”, „ევექსი ჰოსპიტლების“ გუნდი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.