in

Instagram პირად შეტყობინებებს ახალ ფუნქციებს ამატებს

მეგობრებს უფრო ხშირად რომელი პლატფორმიდან წერთ? Instagram-ს სურს, რომ კონკურენტებისგან მის პლატფორმაზე გადაერთოთ. ამიტომ, გადაწყვიტა, ახალი ფუნქციები შემოგთავაზოთ, რომლებიც პირად შეტყობინებებში ნავიგაციას გაამარტივებს. როგორც ვიგებთ, შეტყობინების გაგზავნიდან 15 წუთის მანძილზე მისი რედაქტირება უკვე შესაძლებელი გახდება. ამასთან, მალე მომხმარებლები 3 შეტყობინების დაპინვას შეძლებენ…

რედაქტირება აქაც ჩვეულებრივ იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ტაიპო გამოასწოროთ ან სიტყვები გადაანაცვლოთ, თუ თავდაპირველი თქვენთვის არც ისე კარგად ჟღერდა — შეტყობინების რედაქტირებისთვის უბრალოდ ცოტა ხნით დააკლიკეთ მას, შემდგომ კი მენიუ გამოჩნდება, რომელშიც edit უნდა აირჩიოთ. ხოლო, როგორც კი დაარედაქტირებთ, მის გვერდით იასამნისფერი Edited წერტილი გამოჩნდება, რათა შეტყობინების მიმღებმაც იცოდეს ამის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ეფლის რედაქტირების ფუნქცია iMessage-ისთვის, რომელიც 2 წლის წინ შემოგვთავაზეს.

რაც შეეხება ჩატის შეტყობინებების ყუთში დამაგრებას, ჩატს ან თითით უნდა დააკლიკოთ, ან მარცხნივ გადასქროლოთ, შემდგომ კი Pin-ზე გადახვიდეთ. ბუნებრივია, Unpin-ის გაკეთებაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. ფუნქცია იმისთვისაა, რომ ჩატებს, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ, მარტივად მიაგნოთ ან ამ გზით საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ კონკრეტულ ჩატს უნდა დაუბრუნდეთ… 

სულ ახლახან ინსტაგრამმა მომხმარებლებს საშუალება მისცა, Read Receipts-იც გამოერთოთ ყველა ჩატში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მიმდევრები ვეღარ მიხვდებიან, წაიკითხეთ თუ არა შეტყობინება — ჯერ პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ, შემდგომ Messages and story replies აირჩიოთ, გადახვიდეთ Show read receipts-ში და შემდეგ გადაწყვიტოთ, ჩართავთ თუ გამორთავთ ამ ფუნქციას. 

პირად შეტყობინებებში უკვე თქვენთვის საყვარელი სტიკერების შენახვაცაა შესაძლებელი, აქაც მარტივად, დააკლიკეთ და შემდგომ Save-ს დააჭირეთ. ამის შემდგომ კი სტიკერებში თქვენთვის სასურველი პირველივე შეგხვდებათ. დიახ, სწორედ ამ ფუნქციებით ცდილობს ინსტაგრამი მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას და თუ რამდენად გამოუვა, ამას ერთად დავაკვირდეთ…

კამპანია, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვების სიმძაფრეს უსვამს ხაზს

როგორ უპირისპირდება Lego სრულყოფილების მოთხოვნას?