20
Feb
2019

Instagram დონაციის მოსაზიდად სპეციალურ სტიკერს ამზადებს

20 Feb 2019

Instagram-მა ახალი ტიპის სტიკერების სერიას ამზადებს. სტიკერების საშუალებით მომხმარებლები რესურსებს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისკენ მიმართავენ. მკვლევარ ჯეინ მანჩუნ ვონგის აზრით, სოციალურ ქსელში შესალოა გამოჩნდეს საძიებო ფუნქცია, რომ არაკომერციული ორგანიზაციების მოძებნა სტიკერების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს სიახლე “ფეისბუკის” დონაციის ღილაკის ანალოგი იქნება. ეს ღილაკი “ფეისბუკზე” 2015 წელს გამოჩნდა და ადამიანებს ქველმოქმედების გარდა, Marketplace სერვისების ანგარიშსწორების საშუალებას აძლევს. წელს, ქველმოქმედება ინსტაგრამზეც გახდება შესაძლებელი. შეგახსენებთ, Instagram-მა, ბოლო პერიოდში, “სთორის” განყოფილებაში პორტრეტის, მუსიკის დამატების, ვირტუალური სავიზიტო ბარათის შექმნისა და მიმდევრებთან კითვა-პასუხის ფუნქციები დაამატა.

mBank QR
mBank QR

განხილვა