თუ სურათების ფონი ხშირად არის თქვენთვის პრობლემა, რაღაც ისეთი ჩანს, რაც არ გსურთ ან უბრალოდ არ მოგწონთ, მაშინ Instagram-ს კარგი ამბავი აქვს. ახალი GenAI ხელსაწყო მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სთორებში სურათის ფონი შეცვალონ — როცა ფოტოზე რედაქტირების ნიშნულს დააკლიკებთ, იგი რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ: On a red carpet /Being chased by dinosaurs / Surrounded by puppies… ხოლო, თუ არ მოგეწონებათ, თქვენი ფონი საკუთარი სურვილების მიხედვითაც შეგიძლიათ შეცვალოთ.
და როგორც კი ახლად გენერირებული ფონით სთორს დადებთ, სხვები მას Try it სტიკერთან ერთად ნახავენ. კონკრეტულ ფუნქციაზე წვდომას ჯერ ამერიკელი მომხმარებლები მიიღებენ, მომავალში კი Instagram ამ სიახლის გაზიარებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.