in

ვინ დგას “ინსტაგრამის” რეკორდსმენი კვერცხის უკან?

“ინსტაგრამზე” მოწონებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვერცხის ფოტომ მოიპოვა, რამაც საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო. კვერცხის ფოტო ინსტაგრამზე 4 იანვარს განთავსდა და კაილი ჯენერის ფოტოს რეკორდი მალევე მოხსნა. გამოწვევას ქართველებიც შეუერთდნენ და ახალი რეკორდის დამყარების მიზნით, “ინსტაგრამზე” ხინკლის ფოტო განათავსეს. თუმცა, ზოგიერთი დაინტერესდა, უფრო მეტი გაეგო რეკორდსმენი კვერცხის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, კვერცხი ჰენრიეტას ეკუთვნის. ჰენრიეტა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქათამია. ინფორმაციას Mashable.com ავრცელებს. კვერცხის ფოტოს ექაუნთის მფლობელის განცხადებით, ის ლონდონში ცხოვრობს და მისი სახელია იუჯინი. იუჯინის თქმით, ის არ ელოდა ფოტოზე ასეთ გამოხმაურებას – მის პირად პროფილზე მხოლოდ 400 გამომწერი ჰყავს. იდეა 4 იანვარს მოუვიდა, როდესაც “ინსტაგრამის” ტოპ 20 ფოტოს შესახებ კითხულობდა. პირველი რამდენიმე დღის მანძილზე, როდესაც ფოტომ 8000 მოწონება დააგროვა, უჩვეულო არაფერი იყო, აქტივობის მკვეთრი ზრდა შემდეგ დაიწყო. რეკორდის მოხსნასთან ერთად, კვერცხის შესახებ პოსტი ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემადაც იქცა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ შიში დაძლიოთ?

სპილბერგი “ვესტსაიდური ამბის” განახლებულ ვერსიას გადაიღებს