in

ხინკალი VS კვერცხი და კაილი ჯენერი – ვინ იქნება პირველი?!

„ინსტაგრამის“ კვერცხის შემდეგ, მსოფლიო რეკორდის დამყარებას ქართული ხინკალი შეეცდება. სოციალურ ქსელში, ფოტო 21 საათის წინ დაიდო და ამ დროისთვის,  74 715 „მოწონება“ აქვს.

მთავარი გამოწვევა წინა რეკორდების მოხსნაა, შესაბამისად, პოსტიც ასეთი წარწერით გამოქვეყნდა: „თუ კაილი ჯენერმა და კვერცხმა მილიონობით „ლაიქი“ დააგროვეს, რატომ ვერ აჯობებს მათ ხინკალი?“

მის მხარდასაჭერად, ფოტო NBA-ის ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამაც გააზიარა.

„რეკორდსმენი“ კვერცხის ფოტო „ინსტაგრამზე“ 4 იანვარს გამოქვეყნდა და 15 დღეში ამ დროის მონაცემებით, 38 401 243 მოწონება მოიპოვა.

ერთი შეხედვით, ამ უბრალო კვერცხს „ამერიკელი ბიზნეს ვუმენის“, კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი წევრის, კაილი ჯენერისა და მისი შვილის ფოტოსთვის უნდა „მოეგო“, რომელმაც სოციალურ ქსელში 18 „მილიონამდე“ მოწონება დააგროვა.

გლობალური კამპანია ინტერნეტ-ტროლების სიძულვილის გასანეიტრალებლად #iloveyouhaters

ჯასტინ პიტერსის სიურრეალისტური ნამუშევრები