Instagram ახალ მახასიათებლებზე მუშაობს, რომლებიც კონტენტის შემქmნელებს მეტი ფულის გამომუშავებაში დაეხმარება. მარკ ზაკერბერგმა გარკვეულ ცვლილებებზე ისაუბრა, რათა ინფლუენსერებისთვის უფრო ადვილი გახდეს კონკრეტული მიზნების მიღწევა და შემოსავლის გაზრდა.
გარდა შემოსავლის გაზრდისა, ახალმა გამოწვევებმა, შესაძლოა, ინფლუენსერებს იმის მოტივაცია მისცეს, რომ ინსტაგრმისა და ფეისბუქისთვის უფრო მეტი კონტენტი შექმნან, ვიდრე სხვა პლატფორმებისთვის. “ჩვენ გვჯერა, რომ უნდა დაგაჯილდოოთ იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენს გულშემატკივრებსა და მთელ საზოგადოებას ანიჭებთ” – აღნიშნა ზაკერბერგბა კონტენტის შემქmნელთა ღონისძიებაზე.
შემოთავაზებული ფუნქციების მიხედვით, ინფლუენსერები საკომისიო შემოსავალს მიიღებენ ისეთი პოსტებიდან, რომლებიც გარკვეული პროდუქტის პიარსა და გაყიდვას ეთმობა. თავის მხრივ, ბრენდები თავად დაადგენენ საკომისიო ტარიფებს. როდესაც კონტენტის შემქმნელები კონკრეტულ პროდუქტს მონიშნავენ პოსტზე, თანხას მათი შეტყობინებებიდან მიღებული გაყიდვების რაოდენობით მიიღებენ. საწყის ეტაპზე ეს მახასიათებელი აშშ-ში დაიტესტება ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Benefit, Kopari, MAC, Pat McGrath Labs და Sephora.
გარდა ამისა, ახალი მახასიათებლების საშუალებით, კონტენტის შემქმნელები ლაივ ვიდეოს დროს გარკვეული რაოდენობის “ბეიჯების” გაყიდვის შემდეგ ბონუსებს მიიღებენ.
ამასთან ერთად, პლატფორმა კონტენტის შემქმნელებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტებს ყიდიან, საშუალებას მისცემს, არსებული მაღაზიის პროფილები, ე. წ. ბიზნეს პროფილები თავიანთ გვერდს დაუკავშირონ.
რაც შეეხება Facebook-ს, ის ახალი მახასიათებლების დანერგვას იწყებს იმ კონტენტის შემქმნელებისთვის, რომელთაც პლატფორმების მზარდი რაოდენობა აქვთ – კერძოდ, საქმე ეხება მონეტიზაციის გაზრდის შესაძლებლობას. როგორც იცით, პლატფორმას აქვს ე. წ. Stars Challenges, რომლის ფარგლებშიც ლაივ ვიდეოს დროს, მომხმარებლებისგან ყოველ მიღებულ ვარსკვლავზე კონტენტის შემქმნელს 0.01 აშშ დოლარი გადაეცემა. ახლა კი სწორედ ამ კუთხით გაიზრდება საბონუსე სისტემაც.