in

Instagram დაფოტოშოპებულ, ყალბ ფოტოებს შლის – საფრთხე ციფრული არტისტებისთვის

Lenovo
Lenovo

ჯერ კიდევ დეკემბერში, სოციალური ქსელი Instagram ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ყალბი ფოტოების დაბლოკვის ფუნქციას აამოქმედებდა. ეს უკვე მოხდა. ინსტაგრამმა უკვე დაიწყო ციფრულად მანიპულირებული კონტენტის წაშლა. მათ შორის კი, იშლება ციფრული არტისტების ნამუშევრები Explore-ის გვერდიდან და ჰეშთეგების გამომწერების სიახლეების ზოლებიდან.

https://www.facebook.com/tobyharriman/posts/10216834489837724

ცნობილია, რომ ყალბი ფოტოების ამოსაცნობად ინსტაგრამი ე.წ. fact-checking ვებგვერდებთან თანამშრომლობს. ჯერჯერობით, არ ვიცით, როგორ აპირებს სოციალური ქსელი, ალგორითმის დონეზე, ერთმანეთისგან განასხვავოს ფოტომანიპულაცია, რომელსაც ციფრულმა არტისტმა, ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად მიმართა და ფოტომანიპულაცია, რომელიც პროპაგანდისტული მიზნების მქონე დეზინფორმატორმა, ყალბი კონტენტის შესაქმნელად გამოიყენა.

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

სამაგიდო თამაში “საცნობელი”, რომელმაც 60 ქართველი მხატვარი გააერთიანა