in

ინსტაგრამი სიახლეების ქრონოლოგიურ ველს ტესტავს

პლატფორმა ველის დამატებას 2022 წლის პირველ ნახევარში გეგმავს

2021 წლის დეკემბერში ინსტაგრამის ხელმძღვანელის, ადამ მოსერის მიერ დაანონსებული ქრონოლოგიური სიახლეების ველი უკვე ოფიციალურად იტესტება. 

აპლიკაციას სამი სორტირების მექანიზმი ექნება – Home, Following და Favorites. Home-ის გვერდი იქნება ზუსტად ისეთი როგორიც ახლა ინსტაგრამზე დაგხვდებათ. Following-ზე ყველა თქვენს მიერ გამოწერილი ექაუნთის პოსტი ქრონოლოგიურად იქნება დალაგებული. Favorite ფუნქციით კი ინსტაგრამი შემოგთავაზებთ იმ მომხარებლის კონტენტს,რომელთა პოსტების ნახვაც ყოველთვის გსურთ და არასდროს გინდათ, რომ გამოგეპაროთ. 

ინსტაგრამი ქრონოლოგიური სიახლეების ველის დამატებას 2022 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. 

TP-Link-მა გამოუშვა WI-FI როუტერი, რომელიც გადაადგილებისას ინტერნეტს გამოგაყოლებთ

მხოლოდ საუკეთესო ყველასთვის! – „ტოპსპორტის“ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი