9
Oct
2019

Instagram-ზე ჯაშუშობა დასრულდა – აპლიკაციაში ცვლილებებია

9 Oct 2019

veon
veon


Instagram-ის “Following” ფუნქცია “Following” ფუნქციას აღარ ჰგავს. ბოლო განახლებით, მომხმარებლები ვეღარ ნახავენ რას „ალაიქებენ“, რა კომენტარებს წერენ, ან თავად რა შეფასებებს იღებენ თქვენი მეგობრები. ანუ მხოლოდ საკუთარ აქტივობებს – „ლაიქებს“, კომენტარებსა და follow-ებს ნახავთ. ასევე, გაიგებთ, რას გიწერენ ან როგორ გაფასებენ სხვები.

ფუნქცია “Following” ადრე

“Following”-ის ფუნქცია „ინსტაგრამს“ 2011 წელს დაემატა და აქამდე, მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, ყველას ფოტოები, კომენტარები ან სხვა აქტივობები ენახა, ვისი „ექაუნთიც“ გამოწერილი ჰქონდა. არადა, რეალურად, შესაძლებელია, ამ დოზით თვალყურის დევნება, ბევრს სულაც არ მოსწონდეს.

Facebook-მა აპლიკაციის ბოლო განახლება აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ეტაპობრივად Instagram-ის ყველა „ექაუნთს“ შეეხება.

ფუნქცია “Following” ბოლო განახლების შემდეგ 

„მუდმივად ვცდილობთ, Instagram საუკეთესო სივრცე იყოს თქვენთვის, ყველა და ყველაფერი გავაერთიანოთ, რაც ასე ძალიან მოგწონთ. ამაში იგულისხმება როგორც ახალი შტრიხების დამატება, ისე თანამედროვე საზოგადოებისთვის უკვე მოძველებული და მობეზრებული ფუნქციების გაუქმება“, – ნათქვამია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე თქმით, ასე თითოეული მომხმარებელი უფრო დაცული იქნება და არ დარჩებათ განცდა, რომ მათ შესახებ იმაზე მეტი იციან, ვიდრე თავად სურთ.

 

განხილვა