in

Instagram-ის საბავშვო ვერსია დროებით შეჩერდა!

ეს ბევრმა ნეგატიურმა გამოხმაურებამ და უკმაყოფილებამ განაპირობა

veon
veon

Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მოსერიმ განაცხადა, რომ Facebook ინსტაგრამის საბავშვო ვერსიის პროექტს დროებით აჩერებს. ამის სანაცვლოდ, მშობელთა კონტროლის ახალი მექანიზმი იქმნება, რათა ამ დროშიც მოხერხდეს ბავშვების აქტივობების კონტროლი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცნობებმა, რომ ინსტაგრამი ბავშვებისთვის ალტერნატიულ ვერსიას ქმნის, ბევრი უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა. ამასთან, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა რამდენიმე მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად ცუდი აღნიშნული აპლიკაცია ბავშვებისთვის.

“თინეიჯერი გოგონების 32% ამბობს, როდესაც თავს ცუდად გრძნობდნენ საკუთარი სხეულით უკმაყოფილების გამო, ინსტაგრამმა ეს შეგრძნება მეტად გაამძაფრა. აპლიკაციის მეშვეობით, შესაძლოა, ახალგაზრდა გოგონების საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეცვალოს” – აცხადებენ მკვლევრები, რომელთა ნაშრომიც 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა.

როგორც მოსერი აღნიშნავს, თავდაპირველად ეს პროექტი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა – ბავშვები მათზე უფროსი პირების მობილურებს იღებენ, მათ ასაკს არასწორად უთითებენ და იწერენ აპლიკაციებს, რომლებიც 13+ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. “ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ უმჯობესია, მშობლებმა თავიანთ შვილებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი კონტენტი შესთავაზონ. და ასე აკონტროლონ მათი აქტივობა”. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდილების აუცილებლობის ნამდვილად სჯერა კომპანიას, ამ ეტაპზე მისი შეჩერება გადაწყვიტა. ამ დროს კი მშობლებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან სამუშაოდ გამოიყენებენ, რათა ყველა მხარემ წარმოაჩინოს საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრება.

ამასთან, მოსერი აღნიშნავს, რომ გარდა ინსტაგრამისა, საბავშვო ვერსიები ისეთ პლატფორმებსაც აქვს, როგორიცაა YouTube და TikTok. ე. წ. საბავშო ინსტაგრამი არც ყოფილა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი, არამედ მისით 10-12 წლის მოზარდებს უნდა ესარგებლათ. თანაც, გასაწევრიანებლად მშობლის ნებართვაა საჭირო… სწორედ მშობლები აკონტროლებენ აპლიკაციაში გატარებულ დროს, შეტყობინებების მიღების, დაფოლოვებისა და სხვა ფუნქციებს.

CityPay.io საერთაშორისო ბაზარზე გადის და გუნდისთვის ახალ წევრებს ეძებს!

თბილისის აეროპორტში, მობილური PCR ლაბორატორია RentoLab გაიხსნა