in

Instagram-მა განახლებული ლოგო წარადგინა

Instagram-ი ვიზუალური იერსახის განახლებას იწყებს. პლატფორმის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ საზოგადოებას განახლებული ლოგო გაუზიარა, რომელიც წინა ვერსიასთან შედარებით განსხვავებულ სტილს გვთავაზობს და აპლიკაციის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

BOG
BOG

ადამ მოსერის განმარტებით, Instagram-ის ტექსტური ლოგო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო და მოძველებულად აღიქმებოდა. ახალი დიზაინი უფრო მკვეთრი და თანამედროვეა, თუმცა ინარჩუნებს პირვანდელი ვერსიის სიმარტივესა და იმ ხელწერას, რაც პლატფორმას ყოველთვის გამოარჩევდა. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ბრენდის განახლებული სისტემა, რომელიც ახალ შრიფტებს, ხატულებსა და ფორმატებს აერთიანებს.

დიზაინის დეტალები

ვიზუალურ განახლებას აუდიტორიის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. Instagram-სა და Threads-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას 5000-ზე მეტი გამოხმაურება დაუგროვდა.

კრიტიკის ძირითადი ნაწილი შრიფტის არჩევანს ეხება. მომხმარებელთა ნაწილის შეფასებით, სტილიზებული ფორმის გამო ასო „r“ ვიზუალურად „z“-ს წააგავს. კომენტარებში აუდიტორიის ნაწილმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მსგავსი დიზაინერული ცვლილებები ნაკლებად პრიორიტეტულია და მთავარ მოთხოვნად კვლავ გამომწერების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნახვა რჩება.

რა მიზანი აქვს ბრენდის განახლებას

საბოლოო ჯამში, ლოგოს შეცვლა მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებას არსებითად არ ცვლის, თუმცა ბრენდს სძენს სიახლის განცდას და აუდიტორიის გარკვეულ სეგმენტში მიმზიდველობას ზრდის.

ამ ეტაპზე ცვლილება ძირითადად აპლიკაციის ზედა ნაწილში არსებულ სათაურს ეხება, თუმცა ჩნდება მოლოდინი, რომ ვიზუალური განახლება შესაძლოა პლატფორმის მხრიდან უფრო მასშტაბური ფუნქციური სიახლეების დასაწყისს წარმოადგენდეს.

წყარო: Socialmediatoday

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეოპოდკასტის ახალი ეპიზოდში