in

Instagram თაობა ზეტის თვალით დანახულ 2024 წლის ტრენდებს წარმოგვიდგენს

veon
veon

მალე 2024 წელი დგება და ინსტაგრამმა უკვე დაიწყო ტრენდების წინასწარმმეტყველ კომპანია WGSN-სთან თანამშრომლობა, რათა თაობა ზეტის კულტურულ პულსზე ხელი ეჭიროს… გამოავლინოს ინსაითები, რომლებიც ტრენდად გარდაიქმნება. კვლევა ამერიკიდან სამხრეთ კორეის კონტინენტამდე ჩატარდა, შეიხედა ყველაზე ციფრული თაობის გონებაში და შემოგვთავაზა, თუ როგორი შეიძლება იყოს მოდის, სოციალური მედიის, ცხოვრების სტილისა თუ სხვა სფეროების ტრენდები.

მოდა

როგორც აღმოჩნდა, 2024 წელი მდგრადობისა და პერსონალური გამოხატვის ახალ ტალღას გვთავაზობს. თაობა ზეტის ხედვა ვინტაჟურია; ამასთან, ეკოშოპინგის ირგვლივაც ტრიალებს — რესპონდენტთა 65%-მა მეორეული ტანსაცმლის შეძენა ამჯობინა ახალს. მეტიც, თაობა ზეტის 70% ერთი და იმავე ტანსაცმლის ჩაცმას აპირებს, რითაც ერთხელ ჩაცმის სტიგმას ამსხვრევს და კვლავ მდგრადი მოდის მიდგომას უსვამს ხაზს. DIY მოდის ტრენდიც ყურადღების ცენტრში ექცევა, რადგან ახალგაზრდების 60%-ს ტანსაცმელების უნიკალური და არაერთგვაროვანი გზებით ჩაცმა მოსწონს. 

სოციალური მედია

თაობა ზეტი თვითრეკლამირების, სიყალბისა თუ ზედაპირულობისგან შორს წასვლას აპირებს და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან მეტად ახლო, ნამდვილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას გეგმავს. ეს საკუთარი თავის ნაკლებად წარმოჩინებას ეხება და ჩართულობის ზრდას უფრო მნიშვნელოვანი გზებით, როგორებიცაა სთორების დალაიქება და მიმების გაზიარება პირად შეტყობინებებში. კიდეც ერთი მიგნება ის არის, რომ თაობა ზეტის 50% სოციალური მედიის გამოყენებას გეგმავს, რათა მაგალითად მოდასა და ტექნოლოგიებში მიმდინარე ტრენდებს არ ჩამორჩნენ. 

ცხოვრების სტილი

თვითგანვითარების წელი იქნებაო… ყოველ შემთხვევისთვის თაობა ზეტი ასე ამბობს. პრიორიტეტს კი სიჯანსაღეს, კარიერული გზების კვლევასა და მოგზაურობას მიანიჭებენ. რესპოდენტთა 80% რეგულარული ვარჯიშითა და ბალანსირებული კვების რაციონით აპირებს სიჯანსაღეზე ზრუნვას, 75%-ს სურს, განსხვავებული კარიერული გზები გამოცადონ და 70%-იც უფრო მეტ მოგზაურობას გეგმავს. 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თაობა ზეტს მეწარმეობის ბუნება აქვს, ამიტომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებას წარმატებისკენ მიმავალ გზად ხედავს.

შეხვედრები 

პაემნებისადმი თაობა ზეტის მიდგომა ნამდვილად უნიკალური და ციფრულია. ინსტაგრამის თანახმად, ეს თაობა მარტოხელაა, ზუსტად რომ გითხრათ, მათი 63%. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი ურთიერთობების გაძლიერებაზე მთავარი ფოკუსი მაინც კეთდება. 

ტრადიციული შეხვედრების რიტუალებს ციფრული მხარე ემატება, თუმცა აქ ურთიერთობის პირველი ნაბიჯი ნომრების კი არა, ინსტაგრამ გვერდების გაცვლაა. თაობა ზეტის 28%-ისთვის ეს საკმაოდ მისაღები გზაცაა. თუმცა ამ პროცესში მიმებში ცუდმა გემოვნებამ ან ინსტაგრამზე ყოფილი შეყვარებულის მიმდევრობამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი. 

საკვები და ცნობილი ადამიანები

აქაც მდგრად კვებაზე აკეთებენ არჩევანს — 45%-ს ვეგანური პროდუქტების ჭამა სურს, ხოლო 42% მცენარეებზე დაფუძნებული ხორცის ალტერნატივების გამოცდითაა დაინტერესებული. რაც შეეხება მათ სოციალურ სამყაროს, უმეტესობა მათგანი (75%) ონლაინ გულშემატკივრების ნაწილს შეადგენს, დაწყებული სატელევიზიო შოუებიდან მუსიკოსებამდე და ვიდეო თამაშებამდე. ხოლო ცნობილ ადამიანებთან ინსტაგრამის პირადი შეტყობინებებით დაკავშირება ინტერაქციის პოპულარული ფორმა გახდა.

აქტივიზმი

არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2024 წელსაც ეს კვლავ მთავარ საკითხად რჩება თაობა ზეტისთვის. თუმცა დიდი აქცენტი თვითგანათლებასა და სოციალური მედიის გამოყენებაზე გაკეთდება, რათა ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე. დიახ, ეს პროაქტიული მდგომარეობა სოციალურ თუ გარემოსდაცვით საკითხებზე სწორედ ამ თაობის განმსაზღვრელი მახასიათებელია. 

Coca-Cola-მ ვიზუალური იდენტობა საშობაოდ „გამოაწყო“

საქართველოს ბანკის ახალი დიზაინპრინციპები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად