თუ მეგობრებისთვის GIF-ების გაგზავნა გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ეს უკვე ინსტაგრამის პოსტებშიც შესაძლებელია — Instagram-ის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, პოსტზე Giphy-დან თქვენთვის სასურველი აირჩიოთ და დააკომენტაროთ. თანაც, იგი აპლიკაციის უახლეს ვერსიაში უკვე ხელმისაწვდომია!

მეტიც, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ადამ მოსერი ამბობს, Reels-ზე ტექსტების დამატებასაც გეგმავენ…










