in

Instagram-ის მომხმარებლები, „ოქროს წევრობისთვის“ $1000-ს იხდიან

Golden Price Tag-ზე ფოტოს განთავსება 1 000 დოლარი ღირს. პლატფორმა Instagram-მა, როგორც თავად ამბობენ, სპეციალურად „მდიდარი ბავშვებისთვის“ შექმნა. აქ მხოლოდ იმ მომხმარებლების სურათები განთავსდება, რომლებიც „ოქროს სტანდარტებს“ დააკმაყოფილებს. სანაცვლოდ კი, „მინიმალურ საკომისიოს“, $1 000-ს გადაიხდიან.

BOG
BOG

https://www.instagram.com/p/B18VjN4px_L/?utm_source=ig_embed

პლატფორმაზე სურათების განთავსებით, „რჩეული“ მომხმარებლები წევრობის „ოქროს“ სტატუსს მიიღებენ, სურათებზე კი სპეციალური ლოგო “Golden Price Tag” იქნება გამოსახული. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, ეს მათ პრესტიჟულობას გაუსვამს ხაზს. ფოტოები, ბუნებრივია, Instagram-ზე გამოჩნდება.

https://www.instagram.com/p/B14YTmoJsLY/?utm_source=ig_embed

სოციალურ ქსელში, სიახლეს, უკვე მოჰყვა კრიტიკა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ „ინსტაგრამზე“ გამორჩეულობისთვის, ფოტოების „დაბუსტვა“ გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თანაც, „ოქროს“ VIP სტატუსი არც ისე კარგ ტონად მიაჩნიათ.

https://www.instagram.com/p/B17CQmfpVmD/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B16TfaeJSuO/?utm_source=ig_embed

Volkswagen ძველ, კლასიკურ მანქანებსა და ავტობუსებს ელექტრომობილებად აქცევს

Nokia 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოშვებას გეგმავს