16
May
2019

Eva.Stories: ჰოლოკოსტის, instagram სთორებით მოყოლილი, შემზარავი ისტორია

16 May 2019

წარმოიდგინეთ, სოციალურ მედიას ჰოლოკოსტის (მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი) დროს რომ ეარსება?! და 13 წლის ევა ჰეიმანს, რომელიც 1944 წლის 17 ოქტომბერს, ოსვენციმში მოკლეს, პირადი instagram გვერდის, @eva.stories-ზე დადებული სთორების საშუალებით მოეყოლა საკუთარი ცხოვრების შესახებ:

გამარჯობა, მე ევა ვარ. ეს ჩემი გვერდია, ჩემი სხვადასხვა ინტერესებისთვის: ბიჭები, ჩემი საუკეთესო მეგობრები… ერთ დღესაც, ცნობილი ფოტორეპორტიორი ვიქნები…

View this post on Instagram

Eva.Stories Official Trailer

A post shared by Eva (@eva.stories) on

Instagram-ის პოსტები ევას დღიურში ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა, რომლის წერაც 1944 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ, როდესაც 13 წელი შეუსრულდა. დღიური ჰოლოკოსტს გადარჩენილმა დედამ, აგნეს ჟოლტიმ იპოვა, მშობლიურ ქალაქში, ნადვარადში დაბრუნებულმა კი, თავი მოიკლა.

ისტორიული ამბის თხრობის ამგვარმა ფორმამ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, რომ ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესად აღექვათ. ევა საკუთარ მეგობრად წარმოედგინათ… და სწორედ ეს იყო ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდების ეფექტური და საზარელი მხარეც.

ევა ჰეიმანის ამბის მოყოლა ებრაელი ბიზნესმენის, მატი კოჰავის იდეა იყო. პროექტზე 400 კაციანი გუნდი მუშაობდა და 5 მილიონი დოლარი დაჯდა. ისტორია 70 მოკლე სთორისგან შედგება, რომლის პერსონაჟებიც პროფესიონალი მსახიობები არიან. გადაღებისას, გამოყენებული იყო ჰოლოკოსტისდროინდელი სამხედრო ტექნიკა, ტანკები, სატვირთო ავტომობილები.

დამესიზმრა, რომ ევას ოსვენციმში შევხვდი და ვუთხარი: „ევა, მე შენი დაცვა ვერ შევძელი, თუმცა ამიერიდან, შენზე ყველას ეცოდინება“, – მატი კოჰავი.

გადაღებები უკრაინაში, ლვოვში მიმდინარეობდა. ადგილები, ქუჩები, გარემო, ავეჯი კი ექსპერტების მიერ ისე იყო შერჩეული, ჰოლოკოსტის პერიოდი ყველაზე ნათლად რომ გამოეხატა.

ეს კინემატოგრაფიული „სთორითელინგის“ ახალი ფორმაა, ამბობს @eva.stories-ის პროდიუსერი, ჟანა კანტუმი და როგორც ჩანს ძალიან ეფექტურიც, რადგან 13 წლის ებრაელი გოგონას ინსტაგრამგვერდს 1.7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.-ფიქრობ, რომ ადამიანებს ვემახსოვრებით?
-კი, ევა

საქართველოში გასული საუკუნის ისტორიის სოციალური მედიის გამოყენებით გაცოცხლების იდეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, სააგენტო „ლივინგსტონმა“ კამპანიით „პირდაპირ წარსულიდან“ განახორციელა.  რომლის ფარგლებშიც, საქართველოს დამოუკიდებლობის 10 მთავარი აქტორისთვის ფეისბუკგვერდები შეიქმნა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, Facebook Live-ებით, ისინი თავადვე გადმოგვცემდნენ მათ მიერ შექმნილ ისტორიასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და დამოკიდებულებებს.

განხილვა