18
Dec
2019

ამიერიდან, Instagram-ის სთორის ერთ გვერდზე რამდენიმე ფოტოს ატვირთვა შეგეძლებათ

18 Dec 2019

Alta
Alta


Instagram-ის ახალი ფუნქციით, სთორის ერთ გვერდზე რამდენიმე ფოტოს ატვირთვა შეგეძლებათ. ფუნქციას Layout ჰქვია და ის გლობალურად, დღეს გახდა ხელმისაწვდომი. სთორის ერთ გვერდზე, მომხმარებლებს მაქსიმუმ 6 ფოტოს განთავსება შეეძლებათ. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივი ფუნქციაა, თუმცა, როგორც რიგითი მომხმარებლებისთვის, ასევე, ბრენდებისთვის, შესაძლოა ამბის თხრობის ახალ და საინტერესო გზად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, მსგავსი მიზნით მომხმარებლების სხვადასხვა აპლიკაციას იყენებდნენ. მაგალითად, ფოტოდამუშავების აპლიკაციაში ქმნიდნენ ერთგვარ კოლაჟებს და შემდეგ ტვირთავდნენ Instagram Stories-ში. ახლა, ფაქტობრივად, სოციალურმა ქსელმა, ამ მხრივ, უფუნქციოდ დატოვა ასეთი აპლიკაციები. შეგვიძლია ვთქვათ, ისევე, როგორც Boomerang-ის შემთხვევაში მოხდა – სთორისთვის გიფის გადაღების ფუნქციამ ამ აპლიკაციას აქტუალურობა დაუკარგა.

განხილვა