19
Apr
2019

Instagram მოწონებების რაოდენობის დაფარვას ტესტავს

19 Apr 2019

Alta
Alta


Instagram-მა შესაძლოა მოწონებების რაოდენობა დაფაროს. ამის შესახებ ინფორმაციას აპლიკაციების მკვლევარი,  Jane Manchun Wong‏ ავრცელებს. ის ამბობს, რომ მალე თქვენი მიმდევრები ფოკუსირდებიან პოსტის შინაარსზე და არა იმაზე, თუ რამდენი  მოწონება აქვს კონკრეტულ პუბლიკაციას. მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც ფოტო დაპოსტა, ნახავს ინფორმაციას ლაიქერების შესახებ.

The Verge-სთან საუბრისას, ინსტაგრამის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ჯერ ექსპერიმენტებს არ ატარებენ, თუმცა, სოციალურ ქსელში სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვა არის ის, რაზეც კომპანია სულ ფიქრობს. ვონგის მიერ გამოქვეყნებული სქრინები კი საპირისპიროს გვეუბნება.

მსგავსი ფუნქციის ტესტირების შესახებ ინფორმაცია British Information Commissioner’s Office-ს რეკომენდაციის შემდეგ გაჩნდა. რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაცია სოციალურ ქსელებს ურჩევდა გამოერთოთ მოწონების ფუნქცია, რომელიც ქსელების ახალგაზრდა მომხმარებლებს მუდმივი პოსტვისკენ უბიძგებდა.

განხილვა