in

Instagram თინეიჯერებს ბულინგისგან დასაცავად ახალ ხელსაწყოებს სთავაზობს

იმისათვის, რომ პლატფორმაზე მომხმარებელთა შევიწროების შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანონ, ინსტაგრამი Limits-ის ფუნქციათა ნაკრებს ახლა უკვე თინეიჯერებსაც სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ, შეზღუდონ არასასურველი ინტერაქციები. ფუნქციის გააქტიურების შემდგომ, თინეიჯერები კომენტარებს, შეტყობინებებს, სთორებსა და მონიშვნებს მხოლოდ Close Friends-ის ჯგუფიდან ნახავენ, ხოლო სხვა ანგარიშებიდან ინტერაქციები Mute რეჟიმში ავტომატურად გადავა.

ეს კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ინგლისელი ფეხბურთელები Euro 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხების შემდგომ დააბულინგეს… ახლა უკვე ყველა შეძლებს Limits-ის გამოყენებას, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანებთან ინტერაქციის კონტროლის საშუალებას გაძლევთ, რომლის მიმდევარიც თავად ხართ. მართალია, ის ადამიანები, რომლებიც არ არიან Close Friends-ის ჯგუფში, კვლავ შეძლებენ ინტერაქციას, მაგრამ მათი აქტივობები მთავარ გვერდზე არ გამოჩნდება. როგორც ინსტაგრამში ამბობენ, ეს ადამიანებს ბულინგისა და ჩაგვრისგან დაიცავს ონლაინ სივრცეში. 

თანაც პლატფორმა ახალ მიმდევრებთან ინტერაქციების შეზღუდვის საშუალებას აძლევს თინეიჯერებს, იმ ექაუნთებთან, რომლებიც გასულ კვირას დაიმატეს ან რომლის მიმდევრებიც თავად საერთოდ არ არიან. 

ინსტაგრამი ახალ Restrict-ის ფუნქციასაც ამატებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეზღუდოთ ინტერაქციები კონკრეტული ექაუნთებიდან ისე, რომ არც დაბლოკოთ. შემდგომ კი ამ ანგარიშების კომენტარებსაც დამალავს და თქვენი მონიშვნის უნარსაც შეუზღუდავს… 

 

IntelliPhone — მოწყობილობა, რომელიც სავარუდოდ სმარტფონს ჩაანაცვლებს

თიბისი კონცეპტის, სითი მოლისა და Mastercard-ის შეთავაზება ბავშვთა საერთაშორისო დღეს