ინსტაგრამს მომხმარებლებისთვის, რომლებიც კონტენტს უფრო ხშირად Closed Friends-ებს აჩვენებენ, კარგი ამბავი აქვს — შესაძლებლობას აძლევს მათ, Live ახლა უკვე ახლო მეგობრებისთვის გაუშვან, თანაც 3 სხვა ადამიანთან ერთად. როგორც ამბობენ, ეს ახალი ფუნქცია აზრებისა და მიმების გაზიარებისთვის, მოგზაურობების დასაგეგმად, საშინაო დავალებების ერთად გასაკეთებლად ან მეგობრებისთვის რეალურ დროში ინფორმაციების მისაწოდებლად შეუძლიათ, გამოიყენონ.
თავად Live-ის ფუნქცია კი ინსტაგრამმა 2016 წელს გააცნო მომხმარებლებს, ამ დროიდან ყოველთვის საჯარო იყო და ღია ყველასთვის, ვინც თქვენი მიმდევრის სტატუსს ფლობდა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ფუნქციას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ ცნობადი სახეები და ინფლუენსერები თავიანთ გულშემატკივრებთან თუ მიმდევრებთან საკომუნიკაციოდ. აი, ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის კი, ყველასთან Live-ში გასვლა, არც ისე მიმზიდველად გამოყურება.
ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს ინსტაგრამის ახალი ფუნქციაც. შესაბამისად, Live-ის მომხმარებლები ის ადამიანები შეიძლება, გახდნენ, რომლებიც აქამდე არ იყენებდნენ მას.
ეს ამბავი იმაზეც მიგვითითებს, რომ ინსტაგრამი აგრძელებს ისეთ პლატფორმად გარდაქმნას, რომელიც მეტად პირადული იქნება. თანაც სულ უფრო უკავშირდება რეკლამებსა და ინფლუენსერებს, რაც მსგავსი ფუნქციების ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის გაშვებას მეტად ღირებულს ხდის.