როგორც ინსტაგრამის ხელმძღვანელი ადამ მოსერი აცხადებს, ისინი ცდიან გვერდს, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ მეტას მიერ ვერიფიცირებულ პოსტებს აჩვენებს. ეს ცვლილება კი Following-ისა და Favorites-ის ქვეშ გამოჩნდება.
„ჩვენ ვტესტავთ გზას, რომლითაც მომხმარებლები მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშების ინფორმაციებს მიიღებენ. ამით კი ადამიანებს ახალ საკონტროლო ფუნქციასა და იმ გზას ვთავაზობთ, რომლითაც ბიზნესებსა და კრეატორებს აღმოაჩენენ“, — განმარტავს მოსერი.
მეორე მხრივ, ინსტაგრამისთვის ეს Meta Verified გამოწერების რეკლამირების გზაა, რათა ადამიანები პლატფორმაზე დარეგისტრირებით დააინტერესონ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მათ გაზრდილი ხილვადობის შესაძლებლობას სთავაზობს. Meta Verified-ის ღირებულება კი ვებზე თვეში 11.99 დოლარია, როცა ტელეფონისთვის 14.99 დოლარს შეადგენს. დიახ, ეს მომხმარებლებს ლურჯ ნიშნულს ამატებს, რაც სხვა უპირატესობებსაც გულისხმობს…