Instagram-ის ქართველი მომხარებელებისთვის სიახლეა – „იუზერებს“ ჩვენი ქვეყნიდან, უკვე შეუძლიათ „სთორიზე“ მუსიკა განათავსონ.

მუსიკისა და პოდკასტების გაზიარების ფუნქცია, საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, ცოტა ხნის წინ დაემატა. და თუ აქამდე, უცხოელი ან საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრების „სთორის“ მუსიკით ტკბებოდით, ახლა შეგიძლიათ, საყვარელი მელოდიები, „ინსტაგრამის“ სიუჟეტში საქართველოდანაც გააზიაროთ.












