in

Instagram-ის პროფილზე მუსიკის დამატებას შეძლებთ

veon
veon

ამბავი ასეთია — Instagram-ის მობილური აპლიკაციის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საკუთარი თავის მუსიკით გამოხატვის საშუალებას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პროფილზე სასურველი სიმღერის დამატების შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, შეუძლიათ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან მიმდევრების, მეგობრებისა თუ ე. წ.. ქრაშების მუსიკალურ გემოვნებაზე…

პროცესიც ძალიან მარტივია: გადადით პროფილზე, დააკლიკეთ Edit Profile-ს და აირჩიეთ Music, შემდგომ მოძებნეთ საყვარელი მუსიკა და მოიფიქრეთ, რომელ 30-წამიან მონაკვეთს დაამატებთ თქვენს პროფილს. 

თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს შემაწუხებელი იქნება და დღეში რამდენ პროფილსაც ესტუმრებით, იმდენი სიმღერის მოსმენა მოგიწევთ. ფუნქცია ავტომატურად არ მუშაობს, მუსიკის მოსასმენად ჩვეულებრივ ღილაკს უნდა დააჭიროთ.

ქართულმა სტარტაპმა TelAgri საქართველოს პირველობა მოიპოვა და სტარტაპების მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს!

4 რჩევა მენეჯერებს – რთული დღეების პოზიტიურად გადასაგორებლად