Instagram Story, დღითიდღე, უფრო დრამატული ხდება. აპლიკაციას 6 ახალი, „სუპერზუმ“ ეფექტი დაემატა.
ნისლში ჩაძირული გულები, რა თქმა უნდა, მუსიკალური გაფორმებით, პაპარაცის კამერის მსგავსი „ფლეშები“, პიქსელებიანი ვიზუალი, აგიზგიზებული ცეცხლის ალი, დიდი წითელი X და ფოთოლცვენა „ინსტაგრამს“, კიდევ უფრო სახალისოს გახდის.
ახალი ეფექტები, ჯერ, მხოლოდ აპლიკაციის მომხმარებელთა ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც Instagram-ის სპიკერი ამბობს, უახლოეს მომევალში, ყველას Story განახლდება.
ასე რომ, თუ ჯერ თქვენთან არაფერი შეცვლილა, დაელოდეთ, ექვსივე „სუპერზუმ“ ეფექტი მალე გამოჩნდება.
წყარო: www.mashable.com