NFT-ს შემქმნელები თუ კოლექციონერები ტოკენების ინსტაგრამზე განთავსებას მალევე შეძლებენ. მარკ ზაკერბერგმა ისიც დაადასტურა, რომ ამ კვირაში NFT-ს პლატფორმაზე მსგავსი ფუნქციონალით ტესტავენ და ეს მალე ხელმისაწვდომი არა მარტო Instagram-ზე, არამედ Facebook-ზეც იქნება.
ხოლო Instagram-ს ხელმძღვანელის ადამ მოსერის თქმით, თავდაპირველად NFT-ზე წვდომა როგორც სიახლეების ველში, ისე შეტყობინებებსა და „სთორებში“, მხოლოდ ამერიკის მოსახლეობის მცირე ნაწილს ექნება. აქაც ყველაფერი სხვა პლატფორმების მსგავსად განთავსდება და მას „ციფრული კოლექციონერები“ დაერქმევა. სპეციალურ ნიშნულზე შესვლით კი მისი შემქმნელისა თუ მფლობელის სახელსაც გაიგებთ.
„უნდა ვაღიაროთ, რომ NFT, ბლოკჩეინის ტექნოლოგიები და Web3 ნდობასა და ძალაუფლებას ინაწილებს. ხოლო იმის გამო, რომ Instagram ძირითადად ცენტრალიზებული პლატფორმაა, უფრო მეტი დაძაბულობა იგრძნობა“, — აცხადებს მოსერი.
სწორედ ამიტომ, ისინი სიახლეს მხოლოდ მცირე აუდიტორის შესთავაზებენ… თავდაპირველად ხელმისაწვდომი Ethereum-ისა და Polygon-ის ბლოკჩეინებზე დაფუძნებული NFT-ები იქნება, მალევე კი მას Solana და Flow-ც დაემატება. საინტერესოა ისიც, რომ NFT-ების განთავსება Instagram-ს Twitter-მა რამდენიმე თვით ადრე დაასწრო…
NFTs on Instagram 🎉
This week we’re beginning to test digital collectibles with a handful of US creators and collectors who will be able to share NFTs on Instagram. There will be no fees associated with posting or sharing a digital collectible on IG.
See you next week! ✌🏼 pic.twitter.com/VuJbMVSBDr
— Adam Mosseri (@mosseri) May 9, 2022