in

Instagram 100-ზე მეტ ქვეყანას NFT-ზე წვდომას აძლევს

დღეს ციფრულ ხელოვნებაზე არა-ჩანაცვლებადი ტოკენების გარეშე ფიქრი შეუძლებელია… Instagram კი ციფრული ხელოვნებისთვის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა და, ბუნებრივია, Meta-ს მეტავერსისკენ სწრაფვის ნაწილი. ამიტომ, ახლა პლატფორმაზე NFT-ის ინტეგრაციას გეგმავენ.

სოციალურმა ქსელმა ეს ჯერ კიდევ მაისში რამდენიმე ქვეყანაში გატესტა, თუმცა ახლა ამბობენ, რომ NFT-ები 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, რაც აფრიკის, წყნარი ოკეანისა და აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის კონტინენტების ქვეყნებს მოიცავს.

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა გაფართოების შესახებ ნამდვილი ბეისბოლის ბარათის უცნაურ პოსტში განაცხადა, ეს ბარათი კი NFT-ს სახით დაიბეჭდება. ფიქრობენ, რომ კონკრეტული სიახლე Meta-ს საზოგადოებისთვის უფრო ინკლუზიურს გახდის. თანაც, ისინი მიიჩნევენ, რომ ციფრული კოლექციები ხელოვანებისა თუ სხვა ადამიანებისთვის საკუთარი თავის გამოხატვის კიდევ ერთი საინტერესო საშუალება და ფულის გამომუშავების ახალი გზაა. 

გაფართოებას მხარს უჭერს Coinbase-ის, Dapper-ისა და Phantom-ის ციფრული საფულეები. ამ სიას კი მალე Rainbow, MetaMask და Trust Wallet დაემატება. ამასთან, Ethereum და Polygon-იც არის უკვე ინტეგრირებული, თუმცა მომავალში Flow და Solana გახდება ხელმისაწვდომი. 

ხოლო ის, რაც ყველა მომხმარებელმა NFT-ის გასაზიარებლად უნდა გააკეთოს, საკუთარ ექაუნთებზე ციფრული საფულეების მიბმაა. ამის შემდგომ კი იმ ციფრული ნამუშევრების არჩევაც შეეძლებათ, რომელთა ჩვენებაც ინსტაგრამზე სურთ. თანაც, NFT-ების გამოქვეყნებისა თუ გაზიარებისთვის არაფრის გადახდაა საჭირო.

NFT-ები ინსტაგრამზე სხვა სურათებისა და ვიდეოებისგან აქტივის დეტალებთან ერთად მბზინავი ეფექტით შეგიძლიათ განასხვაოთ. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კი კრეატორები და კოლექციონერები ციფრულ პოსტებზე ავტომატურად შეგიძლიათ მონიშნოთ. 

ყოველდღიურად შემქმნელები ადამიანებს შთააგონებენ და კულტურას მთელ მსოფლიოში ავრცელებენ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარმოუდგენელი შესაძლებლობით კი მათ შემოსავლის მისაღებად ახალი ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლიათ. ხოლო გულშემატკივრები მათი საყვარელი შემოქმედების მხარდაჭერას ციფრული კოლექციების შეძენით მოახერხებენ, იქნება ეს სურათები, ვიდეოები, სიმღერები, ბარათები თუ არა-ჩანაცვლებადი ტოკენები, — აცხადებენ Meta-ში.

ვის სურს ციფრულ ეკონომიკაში მუშაობა?

Coors Banquet-ის ახალი კამპანია მეხანძრეების მხარდასაჭერად