გადაამოწმეთ, პირადი შეტყობინებების ველს ესტუმრეთ და ნახეთ, ვინმეს ჩანაწერს ფერი ხომ არ შეუცვლია… სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ოქროსფერზე მეტად ყვითელს ჰგავს, მაგრამ აქ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფუნქციის განახლებით პარიზის ოლიმპიადას მიაგეს პატივი.
ამგვარად, ამბავი ასეთია — ინსტაგრამმა უხმაუროდ გამოუშვა ფუნქცია, რომელიც ჩვეულებრივ ჩანაწერებს ოქროსფრად აქცევს. თუმცა მაშინ, როცა გამოიყენებთ ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სიტყვებს:
- Gold
- Medal
- Olympics
- Olympian
- Podium
- Victory
- Goat (he Greatest of All Time)
- Torch
ან ემოჯის:
ამგვარად, უკვე შეგიძლიათ საქართველოს ოქროს მომენტებით ინსტაგრამზეც იამაყოთ…