9
Jul
2019

„ინსტაგრამი“ ონლაინ ბულინგის შემცირებაზე მუშაობს

9 Jul 2019

Instagram ონლაინ ბულინგის წინააღმდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტს ტესტავს, მათ შორის, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ბულინგის შემცველ კომენტარს მისი წერის პროცესში აღმოაჩენს, მის ავტორს გააფრთხილებს და ჰკითხავს, ისევ უნდა თუ არა მსგავსი კომენტარის დაწერა. მეორე მხრივ, „ინსტაგრამი“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას „ჩრდილოვანი ბანის“ ფუნქცია გამოიყენოს – ანუ, დაბლოკოს ბულინგის შემცველი კომენტარი საკუთარ პუბლიკაციაზე, ისე, რომ მხოლოდ კომენტარის ავტორმა შეძლოს მისი ნახვა, დანარჩენი აუდიტორიისთვის კი უხილავი დარჩეს.

პირველ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კომენტარის წერის პროცესშივე ხდება თვითრეფლექსია, რომელსაც AI პროვოცირებს. დაფიქრება სწორედ ისაა, რაც თითოეული კომენტარის დაწერის წინ გვმართებს. მეორე ფუნქცია კი ბულერის კომენტარების საჯაროობის შეზღუდვის საშუალებას გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციები ჯერ კიდევ იტესტება და არ არის ცნობილი, როდის გახდება ხელმისაწვდომი, ან საერთოდ, მივიღებთ თუ არა მათ განახლების სახით.

აქამდე, Instagram-ს უკვე ჰქონდა კომენტარების ფილტრი, რომელიც ავტომატურად ადგენდა ბულინგის შემცველ ტექსტებს. ისეთი შინაარსის კომენტარებს, რომლებიც ადამიანის ხასიათის, ფიზიკური მოცემულობებისა თუ სხვა ტიპის მახასიათებლების შეურაცხყოფას მოიცავდა. იგივე ფუნქცია მოქმედებს ფოტოებისა და მათი აღწერების შემთხვევაში. თუმცა, აღნიშნული სიახლეები ვრცელდება სოციალური ქსელის ინგლისურენოვან მომხმარებელზე.

განხილვა