in

ინსტაგრამი მომხმარებლებისთვის პერსონალურ მაღაზიას ქმნის

ინსტაგრამი აპლიკაციის მომხმარებელთათვის სპეციალურ საშოპინგო ვირტუალურ სივრცეს ქმნის, რომელშიც მათ შეეძლებათ სასურველი პროდუქტის ყიდვა. როგორც ინსტაგრამ-შოპინგის პროდუქტების მენეჯერი ამბობს, შავი პარასკევის მოახლოებასთან ერთად ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება.

მომხმარებლები ეძებენ გზებს, რომლითაც აპლიკაციაში სასურველ პროდუქტს მიაგნებენ და ეს გზები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. შესაბამისად, ინსტაგრამმა გადაწყვიტა, შექმნას ისეთი მაღაზია, რომელშიც საზოგადოებას შოპინგი ბევრად უფრო გაუმარტივდება და, თანაც, აპლიკაცია ეცდება, მომხმარებლებს პროდუქტი მათი ინტერესებისდა შესაბამისად შესთავაზოს.

 

წყარო: The Verge

ლევან სონღულაშვილის „სინესთეზია“ რუსთაველის თეატრში

შიდა ქართლში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა