in ,

ვინ არიან “Instagram ქმრები”?! – მამაკაცების აქტუალური პრობლემა

ტერმინი “Instagram ქმრები” 21–ე საუკუნის ცოტა არ იყოს და სამწუხარო რეალობის ახალი განმარტებაა, რომელიც იმ მილიონი მტანჯველი სურათის გადაღებას გულისხმობს ქმრებს რომ თავიანთი მეუღლეებისთვის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველა კედელთან თუ კაპუჩინოს ჭიქასთან უწევთ. მდგომარეობას კიდევ უფრო ისიც ამძიმებს, რომ ეს “სასჯელი” მხოლოდ ქმრებს არ ეხებათ, ჩვეულებრივი შეყვარებულებისთვისაც კარგად არის მორგებული. ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხი გენდერული თანასწორობის შესახებ, ამ შემთხვევაში უდაოდ ქალბატონების მხარეს არის. საათების, ხელჩანთების და სხვა აქსესუარების მწარმოებელმა ბრენდმა Fossil–მა გადაწყვიტა ამ შემთხვევაში სოლიდარობა მამაკაცების მიმართ გამოეხატა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდა მათ. ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ, კომპანიამ ძალიან მაგარი, რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო Smart watch–ები შექმნა.

საქმე ისაა, რომ სურათების გადაღებისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების მანიაკალური სურვილი, მოქმედებს, როგორც მამაკაცების ნერვებსა და მოთმინებაზე, ასევე ურთიერთობაზეც. გასეირნება უდრის ყველა ლამაზ კედელთან გაჩერებას და სულ მცირე 50 ფოტოს. რესტორანში სავახშმოდ ან უბრალოდ კაფეში ყავის დასალევად წასვლას კიდევ დაახლოებით 100 სურათი მოჰყვება, ამასობაში კერძიც ცივდება, ყავაც და მეწყვილეს ხასიათიც.

 

სწორედ “დატანჯული” მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე Fossil–მა ისეთი Smart watch შექმნა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სმარტფონს და საათზე პატარა ღილაკის დაჭერისთანავე ტელეფონი თავად იღებს სურათს. ბრენდმა მამაკაცებს ნამდვილად დიდი პრობლემა მოუგვარა და ახლა უკვე ტერმინი “Instagram ქმარი”, უბრალოდ “ქმარით” შეიცვალა. ქალბატონებს ცოცხალი სელფის ჯოხები აღარ სჭირდებათ, მხოლოდ ლამაზი დიზაინის Smart watch.

 

რა შეიძლება მოხდეს, თუკი ჰელოუინის ღამეს მანქანა გაგიფუჭდათ?

ლილი–როუზ დეპი Chanel–ის იდუმალ სურნელს წარმოგიდგენთ