24
Apr
2019

Instagram-ის სთორებს ქვიზის ფუნქცია დაემატა

24 Apr 2019

veon
veon


გუშინ, Instagram Stories-ს ქვიზების სტიკერი დაემატა. სიახლის საშუალებით, Instagram-ის „სთორებში“ შეკითხვის დასმა და აუდტორიისთვის სავარაუდო პასუხების შეთავაზებაა შესაძლებელი. ახალი ფუნქცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

სიახლის საცდელად Instagram-ის „სთორების“ მენიუში შესაბამისი სტიკერი უნდა იპოვოთ, რომელზე დაჭერის შემდეგაც, თქვენთვის სასურველი კითხვის დასმა და სავარაუდო პასუხების ჩაწერაც შეგეძლებათ. Instagram-ს აქამდე Poll Sticker ჰქონდა, რომელიც ასევე იძლეოდა გამოკითხვის საშუალებას, თუმცა, ეს ფუნქცია სავარაუდო პასუხების მითითებას არ გულისხმობდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ქვიზის სტიკერში 2-დან 4-მდე სავარაუდო პასუხის მითითებასა და სტიკერის ფერის შეცვლას შეძლებენ. სიახლესთან დაკავშირებულ დეტალურ ინსტრუქციას თვითონ ინსტაგრამი გვთავაზობს:

განხილვა