in

Instagram-ის ახალი ფუნქცია აგიხსნით, რატომ აქვს თქვენს კონტენტს ცოტა ნახვა

veon
veon

თუ Instagram-ით ბიზნესს მართავთ ან უბრალოდ თქვენს ნამუშევრებს აზიარებთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რამდენმა ადამიანმა ნახა ესა თუ ის პოსტი. კრეატორებსაც უკვე დიდი ხანია აინტერესებთ, რატომ მუშაობს ერთი პოსტი კარგად ან მეორე ცუდად. ახლა კი ინსტაგრამი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი თავს იკავებს ისეთი ტერმინის გამოყენებისგან, როგორიცაა shadowban, ანუ ჩუმი დაბლოკვა, მისი ახალი ფუნქცია სწორედ მომხმარებელთა დაბნეულობას მიმართავს იმის შესახებ, რომ ალგორითმი გამიზნულად მალავს მათ შინაარსს. არარეკომენდებული კონტენტის იდენტიფიცირებითა და იმის გამჟღავნებით, თუ რატომ არის კონტენტი დაცული სხვებისგან, Instagram გვეუბნება, რომ მომხმარებლებმა მომავალი პოსტებისთვის რჩევები უნდა გაითვალისწინონ. 

ბიზნეს ანგარიშების მფლობელებს ახლა შეუძლიათ შეამოწმონ, გამოჩნდება თუ არა მათი პოსტები სხვა მომხმარებლების Explore, Reels და Feed რეკომენდაციებში, პარამეტრების Account Status-ის სვეტის ქვეშ. თუ ისინი აღმოაჩენენ, რომ ფოტო ან ვიდეო დაბლოკილია, შეეძლებათ გაიგონ, რატომ მოხდა ასე, რათა გაარკვიონ, მოახერხებენ თუ არა, ჩუმი დაბლოკვის მოხსნას.

დაბლოკვის მიზეზი კი ხშირად ჯანმრთელობასა და ფინანსებზე სენსიტიური ან დაბალი ხარისხის კონტენტი თუ პოსტი, რომელსაც უარყოფითი შეფასებები აქვს. აქვე უნდა ვახსენოთ ის მომხმარებლებიც, რომლებიც გამომწერებს ყიდულობენ და პლატფორმის წესებს არღვევენ. ხოლო, თუ შემქმნელები ჩათვლიან, რომ მათი კონტენტი არასწორად დაიბლოკა, გასაჩივრებაც შეეძლებათ, ინსტაგრამის სპეციალური ჯგუფი კი მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება სწრაფად გადახედავს.

ვიცით, ბევრი შემქმნელისთვის Instagram-ის რეკომენდაცია შესანიშნავი გზაა ახალ გულშემატკივრებთან მისასვლელად და, შესაბამისად, აუდიტორიის გასაზრდელად. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, შემქმნელები არსებულ სახელმძღვანელო წესებს იცავდნენ და იცოდნენ, რასაც აქვეყნებენ, ყველაფერს მომხმარებლებთან წვდომაზე აქვს გავლენა, — აცხადებენ კომპანიაში.

აქვე, აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპისთვის ხილვადობაზე ანგარიშის დონემდე მუშაობენ. მალე კი პროფესიონალურ ანგარიშებს მისცემენ საშუალებას, თავად დაინახონ, რატომ იმალება მათი კონტენტი.

ნახეთ: როგორ გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტა 2022 წელს

სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის განახლებულ პროგრამაზე მიღება გრძელდება