in

Instagram-ის ახალი ფუნქცია მეგობრების გემოვნებას გაზიარებთ

Briano.ai
Briano.ai

სულ ახლახან ინსტაგრამმა მომხმარებლებს ახალი Blend-ის ფუნქცია შესთავაზა, რომელიც მათ პირად შეტყობინებებში რეკომენდებული რილსების გვერდის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ახალი გზაა მომხმარებლებთან დასაკავშირებლად პირად შეტყობინებებში, რათა უკეთ გაიგონ ერთმანეთის გემოვნების შესახებ. რამდენად გამოიყენებენ, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ამბობენ, რომ აქვს პოტენციალი იმ პირებში, რომელთაც სურთ, უკეთ გაიცნონ საკუთარი მეგობრებისა თუ შეყვარებულის ალგორითმი.

ასე Reels-ის სქროლვის გამოცდილებაც უფრო სახალისო გახდება და თავსაც აღარ იგრძნობთ მარტო. სულ რომ არაფერი, პლატფორმის თვალით რომ შევხედოთ ამ ამბავს, Blend-ის ფუნქცია უფრო დიდხანს გააჩერებს მომხმარებლებს აპლიკაციაში.

ამ ამბავში მეგობრები მოწვევის საფუძველზე შეგიძლიათ, ჩართოთ. ჩატში არსებულ Blend-ის ნიშნულს უნდა დააკლიკოთ და გადაწყვიტოთ, გაააქტიურებთ თუ არა მას. დადასტურების შემდეგ კი ინსტაგრამი რილსების ჩვენებას საერთო ფიდში ორივე მომხმარებლისთვის დაიწყებს. ეს რეკომენდაციები ყოველდღიურად განახლდება და პლატფორმაზე არსებულ აქტივობებს დაეფუძნება. Blend როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ჩატებში იმუშავებს. 

გვინდა, ინსტაგრამი ის ადგილი იყოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს შემოქმედებითობის ირგვლივ უკავშირდებიან და ეს ამისთვის ერთ-ერთი გზაა. ნამდვილად სახალისოა, რომ მხოლოდ თქვენი ინტერესების გაზიარება კი არა, უფრო მეტის გაგებაც შეგიძლიათ თქვენი მეგობრების ინტერესებზე, შემდგომ კი ამ თემების ირგვლივ საუბრების წამოწყებაც, — განმარტავს ადამ მოსერი, ინსტაგრამის ხელმძღვანელი.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ფუნქციაზე ინსტაგრამი გასული წლის მარტიდან მუშაობს, ტესტირების ეტაპიც წარმატებით გაიარა და უკვე შედეგი თავადაც შეგიძლიათ, გამოცადოთ.

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა

ბიზნესში ცირკულარულობის დანერგვის ეტაპები