in

Instagram და Facebook Reels-ზე 6 ახალი ფუნქცია დაამატეს

Meta მომხმარებელს ფულის გამომუშავების საშუალებასაც აძლევს

veon
veon

დიახ, Meta კვლავ განაგრძობს TikTok-თან ბრძოლას. მათი იარაღი კი, რა თქმა უნდა, ახალი ფუნქციებია. ამჯერად სიახლეებს Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გვაცნობენ. თქვენ უკვე შეგიძლიათ:

 

  • Add Yours — თქვენი სტიკერების დამატება, როგორც Facebook-ის, ისე Instagram-ის Reels-ზე
  • Reels-ის რემიქსი ორივე პლატფორმაზე
  • Instagram Reels-ის Facebook-ზე განთავსება
  • Facebook memories-სა და stories Facebook Reels-ად გადაკეთება 

მეტიც, Meta გვეუბნება, რომ შემქმნელებს Facebook Reels-ის Stars უკვე ფულის გამომუშავების საშუალებას მისცემს. Creator Studio კი თქვენს კონტენტს გაანალიზებს, გეტყვით, თუ რომელი Reels მუშაობს ყველაზე კარგად.

ეს ცვლილებები არც გასაკვირია, თუ Meta-ს წამოწყებულ ომს გავითვალისწინებთ, მაგრამ ყველა მათგანი ნამდვილად არ ყოფილა წარმატებული. აქ TikTok-ის მსგავსად, Instagram-ის ვიდეოების სრულ ეკრანებზე განთავსებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ამას ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა და, ალბათ, თქვენც ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვისაც ეს არ მოეწონა. თუმცა, როგორ ჩანს, რეალობა გარდაუვალია… 

Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

როგორ შევინარჩუნოთ ყურადღების კონცენტრაცია?