Instagram-ს ჩვენთვის საინტერესო სიახლე აქვს — ახლა უკვე საშუალებას მოგვცემს, Reels-ებს რამდენიმე სიმღერა დავადოთ. თუმცა რამდენიმე კი არა, ერთ რილსზე 20 მუსიკამდე გვზღუდავს… ამგვარად, პლატფორმის ახალი ფუნქცია დამატებითი აპლიკაციების გამოყენების საჭიროებას გვაშორებს თავიდან.
ვიდეოზე ახალი სიმღერის დასამატებლად კი Reel-ის რედაქტირებისას Add to mix ვარიანტი უნდა აირჩიოთ. ხოლო, როგორც კი სიმღერებს დაამატებთ, შემდეგ შეგიძლიათ, სასურველი მონაკვეთებიც ამოჭრათ.
„მრავალი სიმღერის შემცველი აუდიოს დამატება რილსზე კრეატორებს შემოქმედებით მოქნილობას მისცემს იმ შესაძლებლობასთან ერთად, რომელიც აუდიოს ტექსტთან, სტიკერებთან თუ კლიპებთან შესაბამისობას გულისხმობს, რათა გამოვხატოთ მათი შემოქმედებითობა იმ გზით, რომელიც აუდიტორიისთვის შესაბამისია“, — აცხადებენ ინსტაგრამში.
თქვენ მიერ კომბინირებული მუსიკის ავტორადაც მოგიაზრებთ და თქვენსავე მიმდევრებსა თუ გულშემატკივრებს მოუწოდებს, თავადაც გამოიყენონ ეს უნიკალური მიქსი…
ამ თვის დასაწყისში ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ ისიც გვითხრა, რომ პლატფორმა არ კონცენტრირდებოდა გრძელ ვიდეოებზე და მისი ყურადღება მომხმარებლებს შორის მოკლეფორმატიანი ვიდეოების გაცვლაზე იქნებოდა მიპყრობილი.
„აღმოჩნდა, რომ გრძელი ვიდეო ნაკლებად ესადაგება სხვა ნამუშევრებს. თუ 10 ან 20-წუთიან ვიდეოს უყურებთ, ნაკლებ კონტენტს ნახულობთ მეგობრებისგან, ნაკლებ ინტერაქციაშიც შედიხართ მათთან და, ნაკლებად სავარაუდოცაა, რომ ეს კონტენტი მეგობარს გადაუგზავნოთ. ამიტომ, ამ ბიზნესიდან გასვლას ვაპირებთ, რადგან ჩვენი იდენტობის ნაწილი მეგობრებთან დაკავშირებაა და არ გვინდა, გრძელი ვიდეოებით ამას ძირი გამოვუთხაროთ. ვიაზრებთ, რომ მოკლე ვიდეოც არ აკეთებს ყოველთვის ამას, მაგრამ ნამდვილად შეუძლია“, — განმარტავს მოსერი.
ამგვარად, მოკლე ფორმატის მქონე ვიდეოებზე 20-მდე სიმღერის დამატების შესაძლებლობა კი გაჩნდა, მაგრამ ამის საჭიროება რამდენად გაქვთ, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ…