in

მალე Instagram-ზე საჯარო ვიდეოების გადმოწერას შეძლებენ

M2

Instagram დიდი ხნის ნანატრ ფუნქციას წარმოგვიდგენს, რომელიც საჯარო Reels-ების გადმოწერის საშუალებას მოგვცემს. განახლება მეტ მოქნილობას ანიჭებს როგორც კონტენტის კრეატორებს, ისე მაყურებლებს, რადგან საყვარელი ვიდეოების ყურებას ხაზგარეშე მდგომარეობაშიც შეძლებენ.

ამიერიდან მნიშვნელობა აღარ ექნება, სად იმყოფებით ან რამდენად მოახერხებთ ინტერნეტის ჩართვას — უბრალოდ, ამ ეტაპზე ერთადერთი შეზღუდვა არსებობს, რომლის მიხედვითაც, ახალი ფუნქცია მხოლოდ აშშ-ში იმოქმედებს; სამომავლოდ კი გლობალურად გავრცელდება. მომხმარებლებს ამისათვის მხოლოდ გაზიარების ხატულაზე მოუწევთ თითის დაჭერა და ჩამოტვირთვის მონიშვნა.

უკვე დიდი ხანია, TikTok მსგავს ფუნქციას იყენებს და, როგორც ჩანს, კონკურენტმა პლატფორმამ ანალოგიური მახასიათებლის შეთავაზება გადაწყვიტა საზოგადოებისთვის. ასე ცდილობს, ვიდეო კონტენტის ბაზარზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს და არაფრით ჩამორჩეს ზემოხსენებულ აპლიკაციას.

პროფესიაზე შეყვარებული ადამიანები სხვა მოტივაციის მქონე კოლეგებს აუცხოებენ — კვლევა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორთა დელეგაცია ეწვია