in

Instagram კრეატორებს რილსების დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს

ეს ფუნქცია წესით ტიკტოკიდან უნდა გეცნოთ… კრეატორებს უკვე ინსტაგრამზეც შეეძლებათ რამდენიმე რილსის სერიებად დაწყვილება — თუ იგი ამბავს ერთ ვიდეოში ვერ ატევს და ბოლოს ფრაზით გადადით მეორე ნაწილზე ასრულებს, ახლა ამ მეორე ნაწილის ძიება აღარ მოგიწევთ, რადგან ვიდეო ავტომატურად აღნიშნული კონტენტით გაგრძელდება. 

ინსტაგრამის ახალი ფუნქცია მხოლოდ რაღაც ამბის განსხვავებული ნაწილების დაკავშირებით კი არ არის კარგი, არამედ მსგავსი ვიდეოების დაჯგუფებისთვისაც გამოდგება. მაგალითისთვის, თუ კრეატორი საშემოდგომო რეცეპტებს იღებს, შეუძლია, ახლა ერთ ჯგუფად შეკრას და მაყურებლებს მათი დათვალიერება გაუმარტივოს. 

ხოლო მას შემდეგ, რაც კრეატორი რილსებს კონკრეტულ სერიებში მოაქცევს, მომხმარებლებს ახალი ღილაკის დახმარებით შეეძლებათ შემდგომ ვიდეოზე გადასვლა, რომელიც რილსის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება. 

თუ ინსტაგრამს დავუჯერებთ, ამ ფუნქციას ბევრი მომხმარებელი ითხოვდა და ახლა იგი უფრო გაამდიდრებს სთორითელინგის გამოცდილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მაყურებელთა გაზრდილ ჩართულობაზე. ამასთან, ასე მეტი შანსი ჩნდება, რომ ჩვეულებრივი მაყურებლები მიმდევრებად აქციონ…

რა შეუძლიათ ისწავლონ მარკეტერებს ტეილორ სვიფტისგან

თუ შენმა შვილმა ეროვნულები ვერ გადალახა – სანერვიულო მართლა არაფერია