in

Instagram საწყისი გვერდის ახალ დიზაინს აქვეყნებს

veon
veon

შემთხვევით, ინსტაგრამზე ახალი პოსტის ჩანართის საწყის გვერდზე ყოფნა ხომ არ მოგენატრათ? როგორც ჩანს, სოციალურმა ქსელმა მომხმარებელთა თხოვნა გაითვალისწინა — ცოტა ხნის წინ მთავარი გვერდის ახალი დიზაინი გამოაქვეყნა, სადაც ღილაკს Create ძველ ადგილზე დაინახავთ.

შესაბამისად, Reels-ის ჩანართი გვერდით გადაინაცვლებს, მაღაზიის ღილაკი კი საერთოდ გაქრება. მსგავსად, არასწორ ღილაკზე თითის დაჭერის შანსიც შემცირდება მაშინ, როცა ერთადერთი, რაც გსურთ, ახალი პოსტის დამატებაა…

თუმცა არ იდარდოთ, ინსტაგრამის ხელმძღვანელის ადამ მოსერის თქმით, შოპინგის ფუნქცია კვლავ იარსებებს, თუმცა იგი ჩანართის სახით აღარ იქნება გამოყოფილი. ამ ყველაფრის მიზანი სერვისის გამარტივებაა, რათა ადამიანებმა ადვილად შექმნან კონტენტი, გაერთონ და დაუკავშირდნენ მეგობრებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინსტაგრამის მთავარი კონკურენტი TikTok მაღაზიის ფუნქციის დანერგვის გარდა, ცნობილი „ახალი პოსტის“ ღილაკითაც არის… აბა, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეს TikTok-ის წარმატების მთავარი საიდუმლო იყოს?

როგორ შევქმნათ Instagram-ზე გაყიდვების ძაბრი, კონვერსიის ზრდისთვის, რეკლამის გარეშე

„შეგვიძლია, მშვიდობა რეალობად ვაქციოთ“ — ახალი კამპანია