in

Instagram ფოტოების რეტრო ფილტრებს აბრუნებს!

თუმცა ეს ყველაფერი არ არის…

veon
veon

ინსტაგრამს ახალი ამბავი აქვს მათთვის, ვინც ადრე Valencia-ს ეფექტის დადების გარეშე ფოტოს არ ტვირთავდა… სოციალური ქსელი რამდენიმე ახალ ფილტრს გვაცნობს, ეს კი შეიძლება ბევრისთვის ნანატრი განახლება იყოს მას შემდეგ, რაც პლატფორმამ სურათების რედაქტირების საშუალება აღარ მოგვცა. როგორც Meta-ს სარეკლამო სურათებში ჩანს, განსხვავებით ძველისგან, ახალი ფილტრები ბევრად სუფთაა და ფოტოებს მეტად ავთენტური რეტრო სტილით წარმოგვიდგენს. 

ამგვარად, პლატფორმა დახვეწილ და თამამ ვარიანტებს გთავაზობთ თქვენი ფოტოებისა და კარუსელების გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, ახალი მომხმარებლებიც კი მოიზიდოს, რომლებსაც ფილმის მსგავსი კადრები მოსწონთ… თანაც განახლება მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ფერების მინიმალური შესწორებიდან, უფრო დრამატულ ცვლილებებამდე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ თავიანთი ფოტოები ბუნდოვანი და განათების ეფექტებით დაარეგულირონ. თითოეული ვარიანტი ინტენსივობის სლაიდერს შემოგთავაზებთ, რათა სურათს თქვენთვის სასურველი ნიუანსი შესძინოთ.

მომხმარებლებს კი აქ, ალბათ, ყველაზე მეტად სტიკერების შექმნის იდეა მოეწონებათ. ახალი ფუნქცია საკუთარი ფოტო თუ ვიდეო მასალიდან ან პლატფორმის მიერ შემოთავაზებული კონტენტიდან სტიკერების შექმნის საშუალებას მოგცემთ. ამ სტიკერებს კი Meta-ს Segment Anything AI მოდელს უნდა ვუმადლოდეთ, რაც კიდევ უფრო პერსონალური და კრეატიული სთორითელინგის საშუალებას მოგვცემს.

Instagram დინამიკური კონტენტის შესაქმნელად რამდენიმე ახალ გზას გვთავაზობს. აი, მაგალითად Reels-ისთვის, სხვა ფუნქციებთან ერთად, 6 ახალი ფონტი უკვე შეიძინეს. რაც შეეხება ტექსტის სტილს, აქ შეხვდებით Mono Space-ს, Heavy-ს, Geometric-ს, Casual-ს, Slab Serif-სა და Bubble-ს.

არც TikTok-თან კონკურენცია დავიწყებიათ და აპლიკაცია ვიდეოებს მეტ პერსონალიზაციას მატებს. ექსპერიმენტებსაც ატარებს რედაქტირების ახალ ფუნქციებზე, იქნება ეს მასშტაბირება, მოჭრა თუ ვიდეოს მობრუნება. მეტი მოქნილობისთვის მომხმარებლები undo და redo ღილაკებსაც გამოიყენებენ…

Glovo-ს განახლებული სტრატეგია Brands Ads მიმართულებით

ნახეთ: „დროის კაფსულაში“ მოქცეული ნიუ-იორკი