კრეატორთა წვლილის აღსანიშნად, Instagram-მა საკუთარი ოსკარი შექმნა, ოღონდ ზედმეტი ცერემონიებისა და ფულადი პრიზის გარეშე… Rings-ის პროგრამის ფარგლებში 25 კრეატორი მიიღებს ოქროს ბეჭედს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ის კრეატორები გაიმარჯვებენ, რომლებიც ბარიერებს არღვევენ და კულტურულ ცვლილებებს გვთავაზობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ეს ჯილდო მათთვისაა, ვისაც არ ეშინია შემოქმედებითი შანსების მიღება და ამის თავისებურად კეთება… ის, ვინც ადამიანებს შემოქმედების ირგვლივ აერთიანებს, აღიარებას იმსახურებს“.

ჟიურიც შესანიშნავი ჰყავს: ინსტაგრამის ხელმძღვანელი ადამ მოსერი, დირექტორი სპაიკ ლი, დიზაინერი მარკ ჯეკობსი, იუთუბერი მარკეს ბრაუნლი, მსახიობი იარა შაჰიდი, ვიზაჟისტი პატ მაკგრათი და სხვა.

გამარჯვებულები ინგლისელი დიზაინერი გრეის უელს ბონერის მიერ შექმნილ ოქროს ბეჭედს მიიღებენ საჩუქრად, ციფრულ ოქროს რგოლთან ერთად, რომელიც მათივე ინსტაგრამის პროფილზე გამოჩნდება. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან Like ღილაკი, რათა მათი არსებობა პლატფორმაზე სხვებისგან გამორჩეული იყოს.
![]()
ამ ამბის კონტექსტიც საყურადღებოა — ბოლო წელია კრეატორთა ეკონომიკა პასიურია, ბრენდებთან პარტნიორობები და სპონსორებთან გარიგებები შემცირდა…

Rings-ის გამარჯვებულებს ინსტაგრამი 16 ოქტომბერს გამოავლენს.











