დიახ, NFT-ები უკვე ყველგან გვხვდება… მარკ ზაკერბერგის განცხადებით კი, მალე ისინი ინსტაგრამსაც დაემატება. გამოდის, რომ თქვენ ციფრული კოლექციების ფლობას ამ პლატფორმაზეც შეძლებთ.
„ინსტაგრამზე NFT-ების დანერგვაზე ვმუშაობთ. თუ როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ ვიტყვი, თუმცა ამას მალე უნდა ელოდეთ“, — ამბობს მარკ ზაკერბერგი.
ინსტაგრამის დამფუძნებელი NFT-ებისა და მეტავერსის კავშირზეც საუბრობს. „იმედი მაქვს, ტანსაცმელს, რომელიც თქვენს ავატარს მეტავერსში ეცმევა, NFT-ის სახით გამოიმუშავებთ და მის გადატანას სხვადასხვა ადგილზეც შეძლებთ, თუმცა მანამდე მრავალი ტექნიკური ამოცანა უნდა შევასრულოთ“.
მეტიც, ზაკერბერგი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ნაცრისფერი მაისურის ტარებით იყო ცნობილი, ახლა იმასაც გვეუბნება, რომ ტანსაცმელებსა თუ სხვა აქსესუარებს ინსტაგრამისა და Facebook-ის დახმარებით ყიდულობს.