in

Instagram აპლიკაციაში პოსტების დაგეგმვის ფუნქციას ამატებს

veon
veon

დიახ, Meta-ს მფლობელობაში მყოფ სოციალურ ქსელს პროფესიონალური ანგარიშებისთვის დაგეგმვის ფუნქცია შემოაქვს. თუ აქამდე ატვირთვის დროს Instagram მესამე მხარის მომსახურებას ან Meta-ს Creator Studio-ს ეყრდნობოდა, ახლა ახალი ფუნქცია პროცესს მეტად გაამარტივებს — მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, აპლიკაციაში ფოტოების, ე. წ. კარუსელებისა და რილსების გამოქვეყნება დაგეგმონ.

პროფესიონალ მომხმარებლებს პოსტის შედგენისას შეუძლიათ Advanced Settings მოძებნონ, რაც მათ ახალ ფუნქციას Schedule this post-ის სახით უჩვენებს. შესაბამისად, მათ უკვე შეეძლებათ, ატვირთვები 75 დღით ადრე დაგეგმონ. Scheduled Content-ის საშუალებით კი ყველა დაგეგმილი პოსტის ნახვას ერთად შეძლებენ.

Instagram-მა განახლების ამოქმედება უკვე დაიწყო და მალე იგი ბიზნეს ანგარიშებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

არ გაჩერდე — მინიმალურ მოქმედებასაც დიდი ძალა აქვს

Disney+-ის ნოსტალგიური კამპანია — Feels like home