in

Instagram სელფის სკანირებას იწყებს, რათა მომხმარებელთა ასაკი შეამოწმოს

veon
veon

Instagram ახალ სისტემას ტესტავს, რომელიც მომხმარებელთა ასაკს ვიდეოს ან სელფის საშუალებით ამოწმებს. ტექნოლოგია, სურათების სკანირებისა და ასაკის შესაფასებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ანგარიშის შექმნა კი მინიმუმ 13 წლის მოზარდებს შეეძლებათ.

რა თქმა უნდა, დაბადების თარიღად ნებისმიერი რიცხვის ჩაწერა შეიძლება და ბავშვები მარტივად უვლიან ამ ბარიერს გვერდს. ამიტომაც, კომპანიამ მოზარდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ახალი ღონისძიება გაატარა.

პირველ რიგში, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სახის ამოცნობის შესაძლებლობა. სისტემა Yoti-მ შეიმუშავა, სადაც ვიდეოები იგზავნება და განიხილება სახის მახასიათებლების საფუძველზე, რომლებიც იმავე ასაკის სხვა ადამიანებს აქვთ მონაცემთა ბაზაში ატვირთული. თუმცა პლატფორმას სქესისა და კანის ფერის მიკერძოება ახასიათებს, რაც ადამიანის ასაკის განსაზღვრაზე მოქმედებს.

მეორე არის „სოციალური ვაუჩერის“ სისტემა, სადაც მომხმარებლებს მოუწევთ, 18 წელზე უფროსი ასაკის ორი მეგობრის მითითება, რათა მოთხოვნის ფორმის საშუალებით მათი ასაკი დაადასტურონ. გადამოწმებისთვის ასევე უნდა აიტვირთოს პირადობის ან მართვის მოწმობები. როგორც ინსტაგრამმა განაცხადა, პირადობის მოწმობები მხოლოდ საკუთარ მონაცემთა ბაზაში შეინახება და 30 დღის შემდეგ წაიშლება.

საგულისხმოა, რომ მომხმარებლები ერთგვარი თვალყურის დევნების საშიშროების წინაშე არ იმყოფებიან, რადგან AI-ს მხოლოდ ასაკის გადამოწმება და პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლია.

ნახეთ: მავთულებით შექმნილი სკულპტურები

რობოტმა პარალიზებულ მამაკაცს ნამცხვარი დანა-ჩანგლით აჭამა!